Jump to content
×
×
  • Create New...

ინდოეთში კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა გაზრდილია


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_758499376-300x200.jpg

ინდოეთში ციფრულ ვალუტაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.

ინდოეთი ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიური სპეკულაციების საგანს წარმოადგენს ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის სამომავლო იურიდიულ სტატუსის განსაზღვრის გამო.

სპეკულაციებმა პიკს თებერვალში მიაღწია, როდესაც ანონიმურმა წყარომ Bloomberg-ს განუცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით კრიპტოვალუტის აკრძალვა გარდაუვალია და მათ მფლობელებს რამდენიმე თვე ჰქონდათ დარჩენილი აქტივების განკარგვისათვის.

ამის შემდეგ ეიფორიამ გადაიარა, რადგან ფინანსთა მინისტმა, ნირმალა სითარამნამა განაცხადა, რომ ეს ჭორები გადაჭარბებული იყო და ციფრული ვალუტის აკრძალვა არ განიხილებოდა.

შესაძლო გარკვეული სახის კოლაბორაციის დაპირებამ გამოიწვია კრიპტო მომხმარებლების მასიური ზრდა, რასაც ადგილობრივი კრიპტო საფულის კომპანია, WazirX–ი ადასტურებს. ბოლო თვეების განმავლობაში კომპანიის მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია.

ამასთანავე, კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში იმაზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა მათ საიტზე, ვიდრე გასული წლის ექვსი თვის განმავლობაში.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით კრიპტოვალუტის აკრძალვის ჭეშმარიტი შიშით გამოწვეულ პესიმიზმს მომხმარებლებმა, მსოფლიოს სხვა ნაწილში განვითარებული მოვლენების შედეგად გამოწვეული ოპტიმიზმი დაუპირისპირეს.

The post ინდოეთში კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა გაზრდილია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share