Jump to content
×
×
  • Create New...

დეცენტრალიზებული ფონდის მართვის პლატფორმამ ტრეიდერების მოსაზიდად პროგრამა შექმნა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

crypto-300x180.jpg

დეცენტრალიზებული ფონდის მართვის პლატფორმამ, dHEDGE-მ დაიწყო ტოკენიზებული ინდექსის პროგრამა, რომელიც თვალყურს ადევნებს ყველაზე მაღალრეიტინგულ ტრეიდერებს. dHEDGE საშუალებას აძლევს ფონდის მენეჯერებს აქტიურად მართონ საინვესტიციო ჯგუფები.

”ის, რასაც dHEDGE ცდილობს არის ინტერნეტში საუკეთესო ტრეიდერების მოზიდვა. ამას კი ინდექსის პროგრამის შექმნით ახერხებს. ვფიქრობ, ეს ძალიან მაგარია.“ – განაცხადა Apollo Capital-ის ინვესტიციის ოფიცერმა, რომელიც ამავდროულად არის dHEDGE-ს თანადამფუძნებელიც.

როგორც ჩანს, ჰენრიკ ანდერსონი ახალ პროგრამაზე დიდ იმედებს ამყარებს.

ახალი პროგრამა, სახელწოდებით “dTOP”, ყოველთვიურად გადაანაწილებს თანხებს პლატფორმის ტოპ 10 რეიტინგული ფონდის მენეჯერების საშუალებით.

DHEDGE–ს ასობით მენეჯერის საქმიანობა კი შეფასებულია Sortino Ratio–ს გამოყენებით.

ამის პარალელურად არსებობს რისკები, რომელთა მართვაც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით კი ბაზრის ცვლილების, ზრდის ან შემცირების, საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

The post დეცენტრალიზებული ფონდის მართვის პლატფორმამ ტრეიდერების მოსაზიდად პროგრამა შექმნა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share