Jump to content
×
×
  • Create New...

რას გვიშავებს ტყვია და როგორ ვაკონტროლებთ


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ტყვია მომწამვლელი ნივთიერებაა და მისი მაღალი კონცენტრაციით არსებობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. იგი ორგანიზმში სხვადასხვა გზით ხვდება. ყველაზე მარტივად ეს შესაძლებელია ჰაერიდან, რომელიც გაჯერებულია ტყვიის შემცველი საწვავით. ასევე, ტყვიით ინტოქსიკაციის წყაროა ინდუსტრიული ნარჩენები, რომლებიც აბინძურებენ ნიადაგსა და წყალს, რაც შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ტყვიით გაჯერებული ნიადაგიდან მოყვანილი მოსავლის ან სასმელი წყლის მეშვეობით ხვდება. ტყვიას ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს საღებავები, სათამაშოები, პარფიუმერია და სამკაული.

რამდენია ტყვიის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია? ეს დადგენილი არ არის. თუმცა, როცა ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა უტოლდება ან აღემატება 5მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), უნდა გატარდეს სპეციალური ჯანდაცვითი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული ბენზინი ტყვიას არ შეიცავს და ამ გზით ჰაერის ტყვიით დაბინძურება არ ხდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ტყვია საქართველოში არც წყალში გვხვდება, რადგან ჩვენს ქვეყანაში ტყვიის შემცველი მილები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, 2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს და მათ შორის, 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

UNICEF GeorgiaUNICEF Georgia

ტყვიის საზიანო ეფექტი ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაზე ვრცელდება, მათ შორის, სისხლის მიმოქცევის, შარდ-სასქესო, საჭმლის მომნელებელ, იმუნურ, ენდოკრინულ და რეპროდუქციულ სისტემებზე. ტყვიას კანცეროგენული, პოტენციურად კიბოს გამომწვევი ნივთიერების კლასიფიკაციას აძლევს ჯანდაცვის რამდენიმე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია. ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობა უარყოფითად აისახება ნერვულ სისტემაზე. ასეთ დროს ბავშვები არიან ჰიპერაქტიურები ან პირიქით – ინერტულები, უჭირთ კონცენტრაცია, კითხვა და ა.შ. ამასთან ერთად, ტყვიას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ანემია ან ანორექსია. 

unicef-2.jpgUNICEF Georgia

ტყვიით ინტოქსიკაციის სიმპტომებია მუცლის ტკივილი, ღებინება, ზრდაში ჩამორჩენა, წონაში კლება, ქალაშიდა მაღალი წნევა და სხვა. თუმცა, ეს სიმპტომები სხვა უამრავი დაავადების მიმანიშნებელიც შეიძლება იყოს და ორგანიზმში ტყვიის მაღალი კონცენტრაციით არსებობის დასადგენად ლაბორატორიული ანალიზის ჩატარებაა საჭირო. ხოლო რაც შეეხება ორგანიზმში ტყვიის რაოდენობის შემცირებას, ყველაზე ეფექტიანი გზა ჯანსაღი კვებაა. ამ მხრივ განსაკუთრებით სასარგებლოა კალციუმის, C ვიტამინისა და რკინის შემცველი საკვები. 

კვლევის შემდეგ გაეროს ბავშვთა ფონდმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავდა „ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამის“ შემუშავებას, რათა გამოეკვლია ტყვიით დაბინძურების წყაროები და საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენცია მოეხდინა. ასევე, 2023 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოში საღებავებში ტყვიის შემცველობის მაკონტროლებელი ახალი რეგლამენტი ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, ლაქ-საღებავები არ უნდა შეიცავდეს 0.009%-ზე მეტ ტყვიას. 

The post რას გვიშავებს ტყვია და როგორ ვაკონტროლებთ appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share