Guest Merlin Posted 13 აპრილი, 2021 Posted 13 აპრილი, 2021 ქუთაისის ავტოქარხნისგან, სადაც ერთ დროს სატვირთო ავტომობილებს, მაღალი სიზუსტის მანქანათმშენებლობის დეტალებსა და სხვა აღჭურვილობას აწარმოებდნენ, მხოლოდ ორი საამქროა დარჩენილი. ამ საამქროებშიც იმ პროდუქციის მესამედიც აღარ მზადდება, რასაც თუნდაც სამი წლის წინ უშვებდნენ. პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გამო წარმოება თანდათან კიდევ უფრო შემცირდა. ქუთაისის ავტოქარხანა ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო იყო საქართველოში, სადაც 1951 წელს პირველი ქართული ავტომანქანა КАЗ-150 დაამზადეს. ქარხანამ სულ ავტომობილის 8 და მისაბმელის 3 მოდელი გამოუშვა, მათ შორის ყველაზე ცნობილი КАЗ-4540. 90-იან წლებში ქარხანა საჭირო ავტონაწილებით ვეღარ მარაგდებოდა, ამიტომ წარმოება გაჩერდა. მას შემდეგ მუშაობის განახლება რამდენჯერმე სცადეს – ჯერ 2002 წელს ინდოეთიდან ჩამოტანილი ნაწილებით ე.წ. ყველგანმავალი Mahindra-ს აწყობა, მაგრამ პროექტი ვერ განხორციელდა. 2009 წელს საწარმომ განაცხადა, რომ გერმანულ კომპანია МАN-თან თანამშრომლობასა და მისი სატვირთოების აწყობას აპირებდა, მაგრამ ეს პროექტიც ვერ შედგა. ქარხანას დიდი დავალიანება დაუგროვდა და საბოლოოდ გაკოტრებულად გამოცხადდა. ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა / kamp.geგაკოტრებული ავტოქარხანა, რომელიც 130 ჰექტარზე იყო განთავსებული, სახელმწიფომ 2006 წელს აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. ქარხნის ქონება $2 მილიონად ბიზნესმენმა დავით ბეჟუაშვილმა შეიძინა. ავტოქარხნის ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამჟამად კომპანიის უშუალო მფლობელია შპს Gardabani Holdings PP B.V, რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული. კომპანიის საბოლოო მფლობელი კი დავით ბეჟუაშვილია. 2009 წელს ავტომექანიკური ქარხანის ტერიტორიაზე ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოეწყო. ქარხნის ქონება რამდენიმე ნაწილად გაიყო და სხვადასხვა კომპანიაზე გაიყიდა. ქონების ნაწილს ავტომექანიკური ქარხანა ფლობს, რომელიც 37 ჰექტარს მოიცავს. შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანას სახელი ფორმალურად შემორჩა, რადგან იქ ავტომობილები და მისი ნაწილები აღარ დაუმზადებიათ. იმ ქარხნიდან, სადაც წელიწადში რამდენიმე ათასი მანქანა ეწყობოდა, მხოლოდ შენობაა დარჩენილი. ხოლო ძველი უნიკალური დანადგარები აღარ არსებობს. კომპანიამ შეცვლილი პროფილით დაიწყო სხვადასხვა ტიპის ლითონპროდუქტის დამზადება, როგორიც იყო: სამთო და სამრეცხაო კალათები, საშახტე ვაგონები, კონვეიერები, სამუხრუჭე ხუნდები, სარკინიგზო ვაგონების ბეჭდები, სარქველები და სათადარიგო ნაწილები ცემენტის ქარხნებისა და სხვადასხვა დანადგარისთვის. ასევე, დაიწყეს ფოლადის, ალუმინისა და თუჯის გამოდნობა, სხმულების ჩამოსხმა, კანალიზაციის ჭის სახურავების, ღვარსადენების ცხაურებისა და სხვა ლითონკონსტრუქციების წარმოება. ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა / kamp.geკომპანიის ხელმძღვანელობა მუდმივად აცხადებდა, რომ წარმოებას აფართოებდა და ამისთვის ახალ დანადგარებს, თუჯისა და ფერადი ლითონების სადნობ ინდუქციურ ღუმელებს ყიდულობდა. თუმცა, სიტუაცია 2017 წლის შემდეგ შეიცვალა, როცა დავით ბეჟუაშვილის შპს საქნახშირი GIG-ის მიერ ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება შემცირდა, შემდეგ კი საერთოდ შეწყდა. შესაბამისად, მოთხოვნამ იკლო სამთო მოწყობილობებსა და მის ნაწილებზე. ხოლო 2019 წლიდან, როცა დავით ბეჟუაშვილმა საქნახშირი GIG გაყიდა (საქნახშირის ახალი მფლობელი გახდა ქართულ-უკრაინული ბიზნესპარტნიორების კომპანია Steel International trading company), შედეგად, ქარხანამ ძირითადი დამკვეთი დაკარგა. როგორც ქუთაისის ავტომექანიკური ქარხნის ფინანსური დირექტორი ნიკა ახალაძე Business Feed-ს ეუბნება, „შახტების უკრაინელ მფლობელებს პროდუქცია აღარ მიაქვთ“. კომპანიის ფინანსური მონაცემების მიხედვით, მოგება 2019 წელს 11%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად განაპირობა ინდუქციური ღუმელის შეძენამ, რომელიც წარმოების პროცესს უფრო ეფექტიანს ხდიდა. მაგრამ ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიის გამო დაკვეთების რაოდენობა 2021 წელს მინიმუმამდე შემცირდა. ნიკა ახალაძის თქმით, წარმოება მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გაჩერებული იყო, მარტში ამუშავდა, თუმცა, მცირე დატვირთვით. მისი თქმით, მოქმედ ორ საამქროში უმეტესად ფოლადის ცხაურებს ამზადებენ. „იანვარი და თებერვალი წარმოებისთვის ყოველთვის მძიმე პერიოდი იყო. მარტიდან ჩნდებოდა ხოლმე მოთხოვნა. წელს არც მარტში არის შეკვეთები, იმის გამო, რომ მშენებლობები და გზების რეაბილიტაცია შემცირდა. კომპანია მომგებიანი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ წარმოება საკუთარ თავს ინახავს. მდგომარეობა გამოსწორდება თუ არა, არ ვიცით. პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია უკან მიდის. თუ რამე გაუმჯობესდება, მერე შეიძლება გაიზარდოს წარმოება“, – ამბობს ნიკა ახალაძე. The post რას აკეთებს ქუთაისის ქარხანა დღეს appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა