ფორუმელი Moor Posted 23 დეკემბერი, 2020 Posted 23 დეკემბერი, 2020 ევროპის სახალხო პარტიამ 23 დეკემბერს განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტის გამო, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, პარტიას საარჩევნო რეგისტრაციას უუქმებს იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართულ მის ერთ ლიდერს მაინც საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. ევროპის სახალხო პარტიამ განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტი „უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი უჭერს მხარს“. მას მხედველობაში ნაციონალური მოძრაობა ჰყავდა, რომლის ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, წინასაარჩევნო კამპანიაში უკრაინიდან აქტიურად იყო ჩართული. „მოვუწოდებთ საქართველოს, განაგრძოს სვლა გაცხადებული ევროპული ღირებულებებისკენ და ოპოზიციის დემოკრატიული უფლების შეზღუდვის ნაცვლად, კონსტრუქციულ დიალოგს დაუბრუნდეს, გამონახოს კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუტანს სარგებელს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. „ქართული ოცნების“ მიერ 17 დეკემბერს ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას ან შეჩერებას ითვალისწინებს. მმართველი პარტიის დეპუტატებმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 23 დეკემბერს უკვე მიიღეს. მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა და მას მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები დაესწრნენ. რვა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. ისინი მის შედეგებს არ ცნობენ და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რასაც ქართული ოცნება არ ეთანხმება. ასევე წაიკითხეთ: არასამთავრობოები ოპოზიციის წინააღმდეგ „ოცნების“ მიერ ინიცირებულ „სანქციებს“ გმობენ სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა