ფორუმელი Artie Posted 13 აპრილი, 2021 Posted 13 აპრილი, 2021 11 საათის წინ, Mulan said: აი რა იცი რომ საშენო არაა, არასწორი მიდგომა გაქვს, დროის მოკლე ისტორიასაც გაიგებ და მეორე სქესსაც, სადაც პრუსტის დაკარგული დროის ძიებაში გაიგე (არ ვიცი თუ) ამათ ვერ გაიგებ? ბჟუტური მაინც არაა მიცდია და საკმარისად ვერ სწვდება ჩემი გონება ამ მეცნიერულ რაღაცებს. ნუ, მგონი ზერელედ კი ვცადე, მაგრამ მაინც. ნეაჰ, ვერც მთლად პრუსტებამდე ვარ. მწერლების ბევრი "ჰაი"-კლასად ჩათვლილი ნაწარმოები არ მომწონებია. მახსოვს,"მადამ ბოვარის" კითხვა დავიწყე და თავსაც ვაძალებდი, მაგრამ ვერა რა. ძალიან მოსაწყენი დ აუინტერესო იყო ჩემთვის და მოვისროლე. "მექანიკურ ფორთოხალზეც" დაახლოებით მსგავსი დამემართა, თუმცა მგონია, რომ რო რამე, ახლა შევძლებდი წაკითხვას. მაშინ ზემდეტად აცრილი ვიყავი უწმაწურ სიტყვებზე. 10 საათის წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said: მე ის ვთქვი, რომ ბავშობა-ჭაბუკობაში მაქვს ბევრი მხატვრული ლიტერატურა წაკითხული და ძალიანაც ნასიამოვნები დავრჩენილვარ მათგან ორიოდე გამონაკლისის გარდა. და თანამედროვე, როგორც მე ვეძახი ცოცხალი ავტორის შემოქმედებას არაფერს მივუზიდივარ თითქმის, თუმცა-ღა მაინც წამიკითხავს რამოდენიმე და ბავშობისას მიღებული სიამოვნებისგან შორს იდგა. გას'გებია. მიღებულია შენი პასუხი. 10 საათის წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said: საერთოდაც ვფიქრობ რომ ასე ბუნებრივია და სწორი, ბევრი კითხვა სწორედ ბავშვისთვისაა საჭირო, რომ გაიგოს ახალი სიტყვები, შეივსოს სიტყვათა მარაგი, ბავშობაშია ადამიანი უკეთესად სწავლებადი და შთაბეჭდილებაც მაშინდელი უფრო მძაფრია. ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის უფრო საჭიროა, გეთანხმები. თუმცა არც მოზრდილებს ვნებს. ;დ მეც დიდი ხანია, ვერ ვკითხულობ. საახალწლოდ ვიყიდე რამდენიმე წიგნი და დიდი სიამოვნებითა და ჩაკაიფებით წავიკითხე. აქ რაც მაქვს, ყველა წაკითხულია და მეზარება გადამეორება. ელ. წიგნებს ვერ დავუმუღამე. :დ მობილურში ან კომპიუტერში. ნეაჰ. ... ქინდლი კიდევ არალიიიიიი. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 13 აპრილი, 2021 Author Posted 13 აპრილი, 2021 5 minutes წინ, Artie said: მახსოვს,"მადამ ბოვარის" კითხვა დავიწყე და თავსაც ვაძალებდი, მაგრამ ვერა რა. ძალიან მოსაწყენი დ აუინტერესო იყო ჩემთვის და მოვისროლე. "მექანიკურ ფორთოხალზეც" დაახლოებით მსგავსი დამემართა, თუმცა მგონია, რომ რო რამე, ახლა შევძლებდი წაკითხვას. მაშინ ზემდეტად აცრილი ვიყავი უწმაწურ სიტყვებზე. მადამ ბოვარის რუსული ვერსიაა ანა კარენინა, ეს უკანასკნელი უფრო მომწონს მარა ორივე ფრანგული რომანია თვისობრივად ფრანგული რომანი. მექანიკური ფორთოხალი ისეთ საცოდავ ყდაში წავიკითხე 15 წლის ასაკში თან ქუთაისში ცხოვრებისას და იმხელა სიამოვნება მომიმიტანა იმ ასაკში ამ წიგნმა თუ ოდესმე დედა გავხდები გარდატეხის ასაკში ერთ-ერთს პირველს რასაც შვილს შევთავაზებ წასაკითხად ბერჯერსია რას ამბობ! ეს ძალიან დიდი ბუნტია სამყაროს და საკუთარი თავის წინააღმდეგ! აი რომ ლეწავ ნაკუწებად საკუთარ თავს ასუფთავებ ტერიტორიას რომ თავიდან დაიბადო სუფთა და სრულყოფილი 2.0 ვერსია, ეგ გზა თუ არ გაიარე ლიტერატურის საშუალებიტ აბა რა უნდა წამეკითხა და რითი უნდა მეკაიდა ვერ ვხვდები უბრალოდ მახსოვს ბურჭულაძის მინერალური ჯაზი ვიყიდე და რომ წავიკითხე შევყარე წიგნებში უკან დედაჩემს რომ არ ენახა, ერთხელაც ვბრუნდები შინ და დედაჩემი მხვდება სახეალეწილი, ეს რეებს კითხულობ შვილო, ეგეთი იყო, სკოლაში ვსწავლობდი ჯერ კიდევ, ერთი საწყალი წიგნის ''მაღაზია'' კონტეინერი იდგა კეჩის ბაზარზე სადაც ახალგამოცემული წიგნების ერთ-ერთი ეგზემპლარი იგზავნებოდა თბილისიდან, ამაზე ტკბილად ალბათ ბევრი რამ არ მახსენდება ეს იყო მაშინ, იმ ყველაფერმა მე შემცვალა, გამაძლიერა მართლა-მართლა, გადაჭარბებების გარეშე, მივხვდი რომ სადღაც შორს ჩემნაირი ტიპები არსებობენ, ცხოვრობენ სუნთქავენ და უცხოპლანეტელები არ არიან, ჰო და მინდოდა ჩემნაირების პოვნა, აზრის ძიება კითხვებზე პასუხები და ხამივით ცხოვრება, საბედინიეროდ სიცოცხლისადმი ხამური დამოკიდებულება მე დღემდე მაქვს და ვაპირებ სანამ ცოცხალი ვარ ამ ნიშნულზე შევინარჩუნო, აი მხატვრული ლიტერტურა კიდევ გატრუხდა, არანაირი ახალი ფორმები, აბსოლუტური თრეშია და ბლაბლა ნარატივი ვის რა ფეხებად ჭირდება, ამ წიგნების კითხვას ისევ და ისევ რამე ყვითელი დრამის ნახვა მირჩევნია... მოკლედ, ცადე სამეცნიერო, მე შენ ადგილას შევეჭდებოდი, შენი გონებრივი შესაძლებლობების ადამიანისგან არ ველოდი ამას თუ ფიქრობდი საკუთარ თავზე მართლა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Artie Posted 13 აპრილი, 2021 Posted 13 აპრილი, 2021 17 minutes წინ, Mulan said: მექანიკური ფორთოხალი ისეთ საცოდავ ყდაში წავიკითხე 15 წლის ასაკში თან ქუთაისში ცხოვრებისას და იმხელა სიამოვნება მომიმიტანა იმ ასაკში ამ წიგნმა თუ ოდესმე დედა გავხდები გარდატეხის ასაკში ერთ-ერთს პირველს რასაც შვილს შევთავაზებ წასაკითხად ბერჯერსია რას ამბობ! ეს ძალიან დიდი ბუნტია სამყაროს და საკუთარი თავის წინააღმდეგ! აი რომ ლეწავ ნაკუწებად საკუთარ თავს ასუფთავებ ტერიტორიას რომ თავიდან დაიბადო სუფთა და სრულყოფილი 2.0 ვერსია მაგდენი არ ვიცი. მგონი პირველივე გვერდიდან შევეშვი. როგორც მახსოვს, სლენგი და უწმაწური გამოთქმებია. არაგრამატიკული წერიდ სტილიც. და ამეებზე აცრილი ვიყავი მაგ დროს. არადა ვისაც წაკითხული ჰქონდა, ყველა აქებდა. ისე აღწერე, რომ წაკითხვა მომინდა. 26 minutes წინ, Mulan said: ეს იყო მაშინ, იმ ყველაფერმა მე შემცვალა, გამაძლიერა მართლა-მართლა, გადაჭარბებების გარეშე, მივხვდი რომ სადღაც შორს ჩემნაირი ტიპები არსებობენ, ცხოვრობენ სუნთქავენ და უცხოპლანეტელები არ არიან, ჰო და მინდოდა ჩემნაირების პოვნა, აზრის ძიება კითხვებზე პასუხები და ხამივით ცხოვრება, საბედინიეროდ სიცოცხლისადმი ხამური დამოკიდებულება მე დღემდე მაქვს და ვაპირებ სანამ ცოცხალი ვარ ამ ნიშნულზე შევინარჩუნო 27 minutes წინ, Mulan said: მოკლედ, ცადე სამეცნიერო, მე შენ ადგილას შევეჭდებოდი, შენი გონებრივი შესაძლებლობების ადამიანისგან არ ველოდი ამას თუ ფიქრობდი საკუთარ თავზე მართლა როცა მომიხერხდება, ვცდი შენი ხათრით. კიდევ ერთ შანსს მივცემ მეცნიერებასაც და ჩემ თავსაც. 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი რედაქცია Posted 13 აპრილი, 2021 Posted 13 აპრილი, 2021 ძველის მუღამის თემა უფროა თან როცა იცი, რომ ცოცხალი აღარაა ავტორი იფრო საინტერესოა გარდაცვლილები ასევე მეტად დაფასებულები არიან, ეს ხო ახალი არაა. წიგნი სიძველესთნ ასოცირდება თან. 99 ფრანკი რომ წავიკითხე კი საინტერესო თემატიკა იყო მაგრამ თანამედროვე სიტყვები იყო გარეული და რაღც ცუდათ მომხვდა თვალში თუ ყურში. ბევრჯერ მიფიქრია დენი რომ არ იყოს რამდენს წავიკითხავდი-მეთქი. ეს ერთი პლუსი ჰქონდა უშუქობას Share on other sites More sharing options...
ფორუმელი რედაქცია Posted 13 აპრილი, 2021 Posted 13 აპრილი, 2021 აი ბევრს როცა ვკითხულობდი საინტერესო მოსაუბრე ვიყავი და ტვინიც კარგად მიმუშავებდა. ხალხსაც ვიცნობდი ფეისბუქზე წიგნების განყოფილებაში, ბიბლიოთეკაში. მერე გავუბერე და სულ პირველი ფეისბუქი წავშალე, უამრავი ადამიანიც მას მიჰყვა. ბევრ ხალხთნ მქონდა კომუნიკაცია როგორც ლაივში ისე ინტერნეტში. მერე უცებ თითქოს დავსუსტდი და არაფერი აღრ დარჩა იმ წიგნებიდანაც, გამოვიფიტე. წიგნებს რომ დავუბრუნდე სერიოზულად ან დეპრესია მინდა ან გარემოს შეცვლა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Artie Posted 13 აპრილი, 2021 Posted 13 აპრილი, 2021 18 minutes წინ, რედაქცია said: აი ბევრს როცა ვკითხულობდი საინტერესო მოსაუბრე ვიყავი და ტვინიც კარგად მიმუშავებდა მე სიტყვების დიდი მარაგი მქონდა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი რედაქცია Posted 13 აპრილი, 2021 Posted 13 აპრილი, 2021 1 minute წინ, Artie said: მე სიტყვების დიდი მარაგი მქონდა. კი. ახლა სიტყვებს ვეძებ. არადა წელიწადში ორი-სამჯერ თუ მოვწევ პლანს, მაგას და მსგავსებს არ დავაბრალოთ გაქრა ის რაც ვიყავი. არადა მეგონა მომემატებოდა, მინიმუმ არ დამაკლდებოდა. ტრენაჟორების დარბაზში რომ დავდიოდი იქ ეწერა დიდი ასოებით: როგორც ტვინს უნდა ვარჯიში ისე სხეულსო ან პირიქით და ბოლოში ილია ჭავჭავაძე ეგრეა ზუსტად სხეულზე როგორც აისახება რომ აღარ ვარჯიშობ ისე აისახება ტვინზე, ოღონდ ფიზიკურად ვერ ვხედავთ განსხვავება ესაა ილიას სიტყვები ძაან ლამაზად ეწერა და ვერ ვიხსენებ შინაარსი არ დამიკარგავს რაც მთვარია 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Artie Posted 13 აპრილი, 2021 Posted 13 აპრილი, 2021 @რედაქცია ყველაფერში გეთანხმები. ეგრეა. 1 Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა