ფორუმელი Moor Posted 12 აპრილი, 2021 Posted 12 აპრილი, 2021 ოზურგეთის მერმა საკუთარი ბიძაშვილის კომპანიას ტენდერის გვერდის ავლით 187,276 ლარი მისცა admin Mon, 04/12/2021 - 19:07 2019-2020 წლებში, მას შემდეგ, რაც კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის მერი გახდა, მისი ბიძაშვილის კომპანიამ 187 ათასი ლარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით მიიღო, ხოლო 2013 წლიდან კომპანიას 658 ათასი ლარი აქვს მიღებული. ოზურგეთის მერი ფაქტს არ უარყოფს: “გოგუაძეს უნდა გაეკეთებინა ეგ სამუშაოები შე შტერო, აბა სხვა ხო არ გააკეთებდა… დათოიე გოგუაძე ყველას უყვარს აქანე ვინც არის” – ასე უპასუხა საკრებულოში დასმულ შეკითხვას. 2019-20 წლებში ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ 143,000 ლარის უძრავი ქონება იყიდა, მაშინ როცა მისი ოფიციალური შემოსავალი ამ წლებში მხოლოდ 56,500 ლარი იყო. ოზურგეთში ყოველი მე-6 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. შპს “მშენებელი” 2013 წლის დეკემბერში დაარსდა ოზურგეთში მცხოვრები გურამ გოლიაძის მიერ. 2013-2020 წლებში ამ კომპანიას 6 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც მხოლოდ ერთში გაიმარჯვა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისგან 110,000 ლარი მიიღო საცხოვრებული კორპუსების გადახურვის სამუშაოებისთვის. იმავე წლებში ამ კომპანიასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებმა 16 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა, სხვადასხვა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად, რომლის შედეგადაც შპს “მშენებელმა” ბიუჯეტიდან 448,000 ლარი მიიღო. 2016 წლიდან ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი გახდა დათო გოგუაძე, რომელმაც გააგრძელა აღნიშნული კომპანიით ოპერირება სახელმწიფო ტენდერებში. დათო გოგუაძე დადასტურებული ინფორმაციით არის ოზურგეთის მოქმედი მერის კონსტანტინე შარაშენიძის ბიძაშვილი (დედის ძმისშვილი). სწორედ მერად გახდომის შემდეგ, გაუფორმეს მის კომპანიას გამარტივებული შესყიდვები, თანაც ისეთი სამუშაოებისთვის, რომლებიც არ ჯდებოდა გადაუდებელი აუცილებლობის კატეგორიაში, შესაბამისად ამგვარი მომსახურების შესყიდვა უტენდეროდ და ბიუჯეტის ეკონომიის გარეშე დაუშვებელი იყო. მაგალითად ხელშეკრულებები იდებოდა ისეთი სამუშაოების შესასრულებლად, როგორებიცაა: ზოგიერთ სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება, სოფ. ძიმითში მემორიალის ეზოს კეთილმოწყობა და გარე განათების დამონტაჟება, კულტურის სახლის ეზოს კეთილმოწყობა და სხვა. მხოლოდ 2019-20 წლებში, როცა ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძეა (2017-დან), მან თავის ბიძაშვილს 187,276 ლარის გამარტივებული შესყიდვა გაუფორმა. 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას მან სულაც არ უარყო ეს ფაქტი და თქვა რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავდა. მან საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ამ საკითხზე კითხვის დასმისას უთხრა: “გოგუაძეს უნდა გაეკეთებინა ეგ სამუშაოები შე შტერო, აბა სხვა ხო არ გააკეთებდა… დათოიე გოგუაძე ყველას უყვარს აქანე ვინც არის”. აღსანიშნვია ისიც, რომ კონსტანტინე შარაშენიძემ 2019-20 წელს შეიძინა 143,000 ლარის უძრავი ქონება, კერძოდ: 133,000 ლარის ღირებულების ბინა თბილისში და 5000-5000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი და კომერციული ფართი ქ. ზურგეთში. ეს ყველაფერი მაშინ როდესაც 2019-20 წლებში მისი სახელფასო შემოსავალო 56,600 ლარი იყო, ხოლო 2018 წელს 45,000-ლარიანი სესხი აქვს აღებული ვითიბი ბანკიდან. ეს შემოსავალი არ არის საკმარისი 143,000 ლარიანი უძრავი ქონების შესაძენად. ცნობისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 62,600 ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც ყოველი მე-6 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. წყარო: 437061867 - შპს მშენებელი https://declaration.gov.ge/ - დეკლარაციები https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge - ტენდერების საიტი https://youtu.be/aZVV24kXSvE - ოზურგეთის მერის პასუხი მისი ნათესავის მოგებულ ტენდერებზე http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=434... - სოციალური მომსახურების სააგენტო, ოზურგეთი Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-04/172612619_2928987404043357_9135939043090239811_n.jpegაპრილი 2021 2021 Author დავით მჟავანაძე Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა