Jump to content
×
×
  • Create New...

Robinhood Crypto-ს მომხმარებლების რაოდენობა 2021 წლის I კვარტალში 558%-ით გაიზარდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

აქციებითა და კრიპტოვალუტებით ვაჭრობისთვის განკუთვნილმა აპლიკაციამ  Robinhood მომხმარებლების რიცხვის გაზრდის შესახებ ანგარიში წარადგინა. მაჩვენებელმა 9.5 მილიონი შეადგინა, რაც  წინა კვარტალის მონაცემებზე 558%-ით მეტია.

კრიპტოვალუტებით ვაჭრობის ფუნქცია აპლიკაციას 2018 წლიდან დაემატა და თავდაპირველად განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობდა. ციფრული ვალუტებით თვეში 200000-მდე მომხმარებელი ვაჭრობდა. თუმცა, ბოლო ექვს თვეში კრიპტოვალუტებისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

თუ 2020 წლის IV კვარტალში ციფრული აქტივებით მოვაჭრე მომხმარებლების რიცხვი 1.7 მილიონს შეადგენდა, 2021 წლის I კვარტალში მაჩვენებელი 9.5 მილიონამდე გაიზარდა. Robinhood Crypto-ს ოპერაციულმა დირექტორმა, კრისტინა ბრაუნმა (Christine Brown) აღნიშნა:

„Robinhood Crypto ავამოქმედეთ იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებლებს პლატფორმაზე წარმოდგენილი აქტივების დიდი არჩევანის გარდა, კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვაც შეძლებოდათ. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, ჩვენ აქტიურად ვვითარდებით. წლის დასაწყისიდან, კრიპტოვალუტის პროდუქტებზე მომუშავე გუნდი სამჯერ გაიზარდა და განაგრძობს ზრდას.“

2020 წლის ბოლოს Robinhood-ის პლატფორმა მომხმარებლებისთვის ინფორმაციის დაფარვისთვის 65 მილიონი აშშ დოლარით დაჯარიმდა. აპლიკაციამ ტრეიდერები სავალდებულო სავაჭრო მოსაკრებლის შესახებ  არ გააფრთხილა.

წყარო:https://bits.media

The post Robinhood Crypto-ს მომხმარებლების რაოდენობა 2021 წლის I კვარტალში 558%-ით გაიზარდა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   311 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 311 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • Googlebot(2)