Guest Merlin Posted 12 აპრილი, 2021 Posted 12 აპრილი, 2021 აქციებითა და კრიპტოვალუტებით ვაჭრობისთვის განკუთვნილმა აპლიკაციამ Robinhood მომხმარებლების რიცხვის გაზრდის შესახებ ანგარიში წარადგინა. მაჩვენებელმა 9.5 მილიონი შეადგინა, რაც წინა კვარტალის მონაცემებზე 558%-ით მეტია. კრიპტოვალუტებით ვაჭრობის ფუნქცია აპლიკაციას 2018 წლიდან დაემატა და თავდაპირველად განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობდა. ციფრული ვალუტებით თვეში 200000-მდე მომხმარებელი ვაჭრობდა. თუმცა, ბოლო ექვს თვეში კრიპტოვალუტებისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ 2020 წლის IV კვარტალში ციფრული აქტივებით მოვაჭრე მომხმარებლების რიცხვი 1.7 მილიონს შეადგენდა, 2021 წლის I კვარტალში მაჩვენებელი 9.5 მილიონამდე გაიზარდა. Robinhood Crypto-ს ოპერაციულმა დირექტორმა, კრისტინა ბრაუნმა (Christine Brown) აღნიშნა: „Robinhood Crypto ავამოქმედეთ იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებლებს პლატფორმაზე წარმოდგენილი აქტივების დიდი არჩევანის გარდა, კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვაც შეძლებოდათ. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, ჩვენ აქტიურად ვვითარდებით. წლის დასაწყისიდან, კრიპტოვალუტის პროდუქტებზე მომუშავე გუნდი სამჯერ გაიზარდა და განაგრძობს ზრდას.“ 2020 წლის ბოლოს Robinhood-ის პლატფორმა მომხმარებლებისთვის ინფორმაციის დაფარვისთვის 65 მილიონი აშშ დოლარით დაჯარიმდა. აპლიკაციამ ტრეიდერები სავალდებულო სავაჭრო მოსაკრებლის შესახებ არ გააფრთხილა. წყარო:https://bits.media The post Robinhood Crypto-ს მომხმარებლების რაოდენობა 2021 წლის I კვარტალში 558%-ით გაიზარდა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა