ფორუმელი Moor Posted 12 აპრილი, 2021 Posted 12 აპრილი, 2021 რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა გაზეთ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ 2019 წლის ივლისში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდეგ საქართველოსთან შეწყვეტილი ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი „ნაადრევია“. ინტერვიუში, რომელიც 12 აპრილს გამოქვეყნდა, კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველოში „რადიკალი მყვირალები“ მხოლოდ გაურკვევლობას მატებენ ამ საკითხს. მას 31 მარტი – 1 აპრილს რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებული აქცია ჰქონდა მხედველობაში. „მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაბალანსებული და გამკიცხავი განცხადება გააკეთა ამ კუთხით“, – განაცხადა კარასინმა ღარიბაშვილის შესახებ, რომელმაც აღნიშნა, რომ პროტესტის ეს ფორმა „აშკარად სცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს“. კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ განაგრძობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან ვიდეოფორმატში მუშაობას. მართალია, კარასინმა და აბაშიძემ ფრენების შესაძლო განახლებაზე 2020 წლის ნოემბერში უკვე იმსჯელეს, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა 2019 წლის ივნისის შემდეგ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით შეწყვეტილია. მოსკოვმა წინაპირობებს შორის „საქართველოში ანტირუსული გამოხტომების დასრულება და რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხის არარსებობა“, ასევე ორივე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ნორმალიზება დაასახელა. ასევე წაიკითხეთ: თბილისი მოსკოვს აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდგომი განცხადების გამო აკრიტიკებს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი zamzumi Posted 12 აპრილი, 2021 Posted 12 აპრილი, 2021 21 minutes წინ, Moor said: აღნიშნა, რომ პროტესტის ეს ფორმა „აშკარად სცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს“. ცივილურ ნორმებზე ვეთანხმები. ქართულ სტანდარტებს რაც შეეხება, ეტყობა კარგად არ გვიცნობს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა