Jump to content
×
×
  • Create New...

ძალოსნობა და ლაშა ტალახაძის ტიუმფი


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ტალახაძის ტრიუმფი მოსკოვში - 3 ოქრო, მსოფლიოს რეკორდი და საქართველოს ჰიმნით დახურული ევროპის ჩემპიონატი! [VIDEO]

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე ატაცში 211/ 217/ 222 დასძლია და ევროპულ ოქროსთან ერთად მსოფლიოსა და და ევროპის რეკორდები, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, 2 კილოგრამით გააუმჯობესა!
 

ტალახაძე საუკეთესო იყო აკვრაშიც და დაძლეული 245/ 253/263 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა.
 
რაც შეეხება ორჭიდს - ძალოსანმა დაგროვილი 485 კილოგრამით და მსოფლიოს კიდევ ერთი რეკორდით ევროპის ჩემპიონატს ლოგიკური წერტილი დაუსვა და მოსკოვის კონტინენტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დაიხურა!
 
მძიმე წონით კატეგორიაში ირაკლი თურმანიძეს კი ფიცარნაგზე თავი ტრავმამ შეახსენა და საპრიზო ადგილის
 
დაკავება ვერ შეძლო.
 
საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
 
 
 
 
Edited by Laki

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

  • ფორუმელი

ძალიან ძლიერი ბიჭია 

ძალიან 

გგონია , რომ ყველა წონას აწევს 

საერთოდ არ ვნერვიულობდი

დარწმუნებული ვიყავი, რომ ადვილად გაიმარჯვებდა 

Share on other sites

  • ფორუმელი

რა მუღამი აქვს ამ რაღაცების თრევას ამიხსენით ვინმემ :lol:

აწია. მერე? 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ამას წინათ, ნაცნობი მეკითხება შენი საყვარელი სპორტის სახეობები რომელიაო . ვუთხარი სუმო, მძლეოსნობა და ფიგურული სრიალითქო.

კაი ხნის მერე მეუბნება , ამდენი ხანია ვფიქრობ და ვერ მივხვდი მაგ სამეულში ფიგურული სრიალი როგორ მოხვდაო ?

 

კაი ბიჭია ლაშა ?

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Mulan said:

რა მუღამი აქვს ამ რაღაცების თრევას ამიხსენით ვინმემ :lol:

აწია. მერე? 

მერე და მერე 

დაჯექი და კერე 

:scared:

მაგ ლოგიკით, ნებისმიერ სპორტზე შეიძლება იკითხო ანალოგიურად 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Statham said:

ძალიან ძლიერი ბიჭია 

ძალიან 

 

ეგრეა

სიმაღლეებზეც იდო შედარება, ფბ-ზე და ამას ყველაზე მაღლა მოუწია აწევა, დანარჩენ ორთან შედარებით

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, ფორთოხალი said:

ეგრეა

სიმაღლეებზეც იდო შედარება, ფბ-ზე და ამას ყველაზე მაღლა მოუწია აწევა, დანარჩენ ორთან შედარებით

აშკარად მეტი შეუძლია 

მარაგში ერთი 20 კილო აქვს 

წარმოიდგინე , ბარბაცბარბაცით რომ წევენ, ეგეთი ჭინთვებით რამდენს აწევს :D

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
10 minutes წინ, Statham said:

აშკარად მეტი შეუძლია 

მარაგში ერთი 20 კილო აქვს 

წარმოიდგინე , ბარბაცბარბაცით რომ წევენ, ეგეთი ჭინთვებით რამდენს აწევს :D

 

ნათქვამი ჰქონია, ორჭიდში მიზანი 500 კგ-ო ?

 

აი

A862E987-2DC9-48FD-8E9C-30FED88E995A.thumb.jpeg.3ff870592ec298709960b019d552701b.jpeg

Edited by ფორთოხალი

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   309 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 308 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)
    • Sharp