ფორუმელი Moor Posted 24 დეკემბერი, 2020 Posted 24 დეკემბერი, 2020 თავდაცვის სამინისტროს მიერ 24 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამი დღის წინ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე, თეიმურაზ გიუნაშვილი იპოვეს და იგი „თავს კარგად გრძნობს“. უწყების ინფორმაციით, სამხედრო პოლიციამ გიუნაშვილის სამხედრო ნაწილში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 388-ე მუხლის პირველი ნაწილის ტოლფასია, რაც ასევე სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობასა და სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვებას გულისხმობს და სასჯელის სახით 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტროც იძიებს. მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის გაუჩინარების შესახებ თავდაცვის უწყებაში 23 დეკემბერს განაცხადეს და განმარტეს, გიუნაშვილმა სამხედრო ნაწილის ტერიტორია 21 დეკემბრის, 09:00 სთ-ზე დატოვა და მას შემდეგ სამსახურში აღარ გამოცხადებულა. ასევე წაიკითხეთ: თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის გაუჩინარებაზე საუბრობს სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა