Jump to content
×
×
  • Create New...

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაკარგული სამხედრო მოსამსახურე იპოვეს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

თავდაცვის სამინისტროს მიერ 24 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამი დღის წინ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე, თეიმურაზ გიუნაშვილი იპოვეს და იგი „თავს კარგად გრძნობს“.

უწყების ინფორმაციით, სამხედრო პოლიციამ გიუნაშვილის სამხედრო ნაწილში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 388-ე მუხლის პირველი ნაწილის ტოლფასია, რაც ასევე სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობასა და სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვებას გულისხმობს და სასჯელის სახით 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტროც იძიებს.

მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის გაუჩინარების შესახებ თავდაცვის უწყებაში 23 დეკემბერს განაცხადეს და განმარტეს, გიუნაშვილმა სამხედრო ნაწილის ტერიტორია 21 დეკემბრის, 09:00 სთ-ზე დატოვა და მას შემდეგ სამსახურში აღარ გამოცხადებულა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   29 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 28 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(4)
    • t-90
    • Googlebot(1)