Guest Merlin Posted 12 აპრილი, 2021 Posted 12 აპრილი, 2021 გენმოდიფიცირებული საკვები, იგივე გმო (GMO), წარმოებულია გენური ინჟინერიის გზით მცენარის ან ცხოველის შეცვლილი დნმ-ისგან. გმო პროდუქტი აშშ-ში პირველად 1994 წელს გამოჩნდა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს იყო პომიდორი, რომელიც ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ნელა მწიფდებოდა. ხალხმა მას Super Tomato შეარქვა. საკვების გენეტიკურ მოდიფიცირებას სხვადასხვა მიზანი აქვს, მათ შორის, ყველაზე გავრცელებული გამძლეობაა, მაგალითად, ჰერბიციდებისადმი. გენური ინჟინერიის შედეგად შესაძლებელია ბუნებრივზე უფრო სასარგებლო საკვების გამოყვანაც. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბრინჯის გენმოდიფიცირებული სახეობა ოქროს ბრინჯი. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ორგანოების ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ბეტა-კაროტინად გარდაიქმნება. ამ ვიტამინის ნაკლებობის გამო მესამე სამყაროს ქვეყნებში უამრავი ბავშვი იღუპება. გმო-ს მომხრეებს სჯერათ, რომ გენურ ინჟინერიას მსოფლიოში შიმშილობის პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია. აგრეთვე, ეს ფაქტი ეწინააღმდეგება გავრცელებულ მითს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი აღარ შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გენმოდიფიცირებული საკვები ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მიუხედავად ამისა, გენური ინჟინერია ათწლეულებია დავის საგანია და მის წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გამართულა. არსებობს მოსაზრება, რომ გმო-ს უსაფრთხოდ გამოცხადებამდე მეტი კვლევაა საჭირო და შეიძლება ის იწვევდეს ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც ჯერ არ გამოკვლეულა. სხვა დასავლური ქვეყნების უმრავლესობის მსგავსად, საქართველოშიც მოქმედებს კანონი „გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ”, რათა მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია და თავად გააკეთოს არჩევანი. მწარმოებელი ან იმპორტიორი ვალდებულია, რომ პროდუქტზე მიუთითოს „გმო“, თუ მასში გმო-ს შემცველი ინგრედიენტების მოცულობა მთლიანი მასის 0,9%-ზე მეტია. თუმცა, მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ეტიკეტირება ხელს უწყობს გმო საკვების გარშემო არსებულ სტიგმას და ადამიანები მზად არიან უფრო ძვირი გადაიხადონ პროდუქტში, რომელსაც Non-GMO აწერია, რადგან სჯერათ, რომ გმო პროდუქტი მავნებელია. გმო საკვები დაპატენტებული აქვთ მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს. ბოლო მონაცემებით, ინდუსტრიის 70%-ზე მეტს 10 კომპანია აკონტროლებს. გენმოდიფიცირებული პროდუქტების ბაზარი 2018 წელს $20.07 მილიარდად შეფასდა. ვარაუდობენ, რომ 2026 წლის ბოლოს $30 მილიარდს გადააჭარბებს. The post უქმნის თუ არა GMO საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 16 იანვარი, 2024 Posted 16 იანვარი, 2024 https://www.facebook.com/share/r/AXTfgew3HH97nw32/?mibextid=jZsxyC ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა