Guest Merlin Posted 10 აპრილი, 2021 Posted 10 აპრილი, 2021 http://www.ambioni.ge/files/wiwaka-1024x683.jpg ნიადაგის დამუშავებააღმოსავლეთ საქართველოში ნიადაგი უნდა მოიხნას 30-35 სმ სიღრმე-ზე, დასავლეთ საქართველოში ადრე გაზაფხულზე. ნიადაგის გაფხვიერებანიადაგის გაფხვიერება დაფარცხვას მიმართავენ აპრილში, გამოიყენება დისკებიანი კულტივატორი, კბილებიანი ფარცხი ან დანებიანი კულტივატორი. ჩითილების გამოყვანამარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში მიმართავენ ჩითილების გამოყვანას კვალსათბურებში, მომზადებულ გრუნტში, ერთჯერად ჭიქებში ან სპეციალურ კასეტებში. კასეტებში იყრება ნეიტრალური რეაქციის მქონე ტორფის სუბსტრატი და აგრო-პერლიტის ნაზავი. წიწაკის მცენარის თესლები ითესება 1-2 სმ სიღმრეზე. ჩითილების მოვლამოიცავს მორწყვას, დაცვას დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან, დაცვას მავნებელბისაგან. მახრები, ჭიჭინობელა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ გამოიყენება – ფორსი, პირინექს სუპერი, პრიბანი, დურსბანი და სხვა მათი ანალოგები. ფესვის სიდამპლის საწინააღმდეგოდ გამოიყენება – პრევიკურ ენერჯი, პროპაკური, აპრონ XL ან სხვა მათი ანალოგები. ჩითილების გადარგვაგადარგვა ხდება აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისში, ამ დროს ჩითილები არიან 18-22 სმ სიმაღლის, 4-5 ნამდვილი ფოთლით, 35-45 დღის ასაკის. მცენარეთა გადარგვა ხდება ტენიან ნიადაგში, კვების არე ტკბილი წიწაკისათვის 60X30 სმ. მწარე წიწაკისათვის 50X20 სმ. მცენარეთა მორწყვაგადარგული მცენარეები ირწყვება 5-7 დღეში ერთხელ (კლიმატური პირობებისა და საჭიროების მიხედვით), მთელი ვეგეტაციის მანძილზე მაისიდან-ოქტომბრის ჩათვლით. ვეგეტაციის პერიოდში ირწყვება 15-20-ჯერ. მორწყვის ნორმა 200-300 კუბური მეტრი 1 ჰექტარზე. სარეველების მოცილება და ნიადაგის გაფხვიერებაგადარგვიდან ორი კვირის შემდეგ ივნისის დასაწყისში მიმართავენ რიგთაშორისების პირველ გაფხვიერებას და სარეველათა მოცილებას. ამავე დროს ტარდება მცენარეთა დამატებითი გამოკვება მინერალური და ორგანული სასუქებით, ნიადაგის ქიმიური ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე. ნიადაგის გაფხვიერება შესაძლებელია დაგვჭირდეს 2-3 ჯერ. მცენარეთა დაცვამცენარეთა დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან საჭიროა მთელი ვეგეტაციის მანძილზე. ფუნგიციდებიდან გამოიყენება – რიდომილ გოლდ მც, აკრობატ მც, კუპროქსატი, კუპერვალი, ანტრაკოლი ან სხვა მათი ანალოგები, ინსექტიციდებიდან გამოიყენება – აქტარა, კონფიდორ მაქსი, სპინტორი, კრალი და სხვა მათი ანალოგები. მოსავლის აღებამოსავლის აღება მიმდინარეობს ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით. მოსავლიანობა 20-40 ტონა ჰექტარზე. წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა