Jump to content
×
×
  • Create New...

ვიღა დარჩა გიგა ბოკერიასთან?


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

ევროპული საქართველო დატოვეს გოკა გაბაშვილმმა, გივი თარგამაძემ, ლევან თარხნიშვილმა, დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ.

ელენე ხოშტარიამ ყველას გაასწრო <3

ევროპული საქართველის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თანაგუნდელების, პარტიიდან წასვლას მცდარი გადაწყეტილება უწოდა. ბოკერიას თავმჯდომარედ არჩევას წინ უძღოდა პარტიის ორი ლიდერის, დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავასა წასვლა, რისი მიზეზიც პარტიის განახლების საკითხზე მათი შეუთანხმებლობა გახდა.

ბოკერიას გარდა პარტიის ყრილობაზე აირჩიეს გენერალური მდივანი, კაკო ბობოხიძე. მისი თქმით, ამ პოსტზე თავის წარდგენა შესთავაზეს პარტიის ყოფილმა ხელმძღვანელებმა.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ყრილობას ვუყურესავით და დაჟე ცოლიც არ უსმენდა სცენაზე რომ იდგა თავი ტელეფონში ქონდა ჩაყოფილი, რას ტეხავს :lol:

არა და მევასება ბოკერია, ჭკვიანია ;(

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

პარტია ევროპულმა საქართველომ თბილისში, ჰუალინგის ცენტრში 10 აპრილს გამართულ  ყრილობაზე ახალ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია, გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი – გიგი წერეთელი აირჩია, რომელმაც ამ პოსტზე გიგა ბოკერია შეცვალა.

ბოკერიას წინამორბედმა, დავით ბაქრაძემ, რომელსაც ევროპული საქართველოს თავმჯდომარის პოსტი 2017 წლიდან ეკავა და აწ უკვე ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ თანამდებობები 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენები არასახარბიელო შედეგების გამო დატოვეს. მათ გუშინ ისიც განაცხადეს, რომ პარტიულ თანამდებობებთან ერთად, თავად ევროპულ საქართველოსაც ტოვებენ და ამის მიზეზად გიგა ბოკერიასთან უთანხმოება დაასახელეს, რომელმაც მათივე თქმით, პარტიის მმართველი რგოლიდან განზე გადგომა არ ისურვა.

პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, ახალმა თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიისთვის და ქვეყნისთვის გამოწვევებით სავსე დროს ბაქრაძისა და უგულავას გადაწყვეტილებებს „მცდარი“ და „სამწუხარო“ უწოდა.

ქვეყანის კრისიდან გამოსვლისა და სამომავლო განვითარების მთავარ წინაპირობებად ბოკერიამ ეკონომიკური თავისუფლება, კერძო საკუთრება, ადამიანის თავისფულება, დამოუკიდებელი სასამართლო და ისეთი მთავრობა, დაასახელა, რომელიც „ემსახურება მოქალაქეებს თანასწორად, განურჩევლად იმისა, თუ რომელი ჯგუფის წევრია ის“.

არაერთგზის მოიხსენია რა „პუტინის რუსეთი“, ქვეყნის მთავარ მტრად, გიგა ბოკერიამ თქვა – „ჩვენ უნდა ავუხსნათ ყველას, რომ თავისუფალი ქვეყანა არის ქვეყანა, რომელიც არის დაცული გარე მტრისგან და ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის, თავისუფალი სამყაროს, ნატოს და ევროკავშირის წევრი და შეერთებული შტატების მთავრი პარტნიორი მთელ ამ რეგიონში“.

„ჩვენ ყველას გვმართებს გაასმაგება ძალისხმევის, რომ ჩვენი გზავნილი მივიტანოთ თითოეულ ოჯახში, რომ იმაზე ასჯერ უკეთ და ენერგიულად ვიმუშაოთ, რომ ყველას ავუხსნათ, რაში ვხედავთ გამოსავალს ამ ქვეყნის კრისიდან [გამოყვანაში] და როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ“, – დაამატა მან.

ყოფილმა ლიდერებმა პარტია დატოვეს და ბოკერია გააკრიტიკეს

„ვწუხვარ, მაგრამ გზა რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ“, – თქვა გიგი უგულავამ, რომელმაც ევროპულ საქართველოში პარტიული თანამდებობა და თავად პარტიაც ერთდროულად დატოვა.

„პატივს ვცემ გიგა [ბოკერიას] აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს. დღეს ყრილობაზე წარდგენილი ლიდერების შემადგენლობით ძალიან რთული იქნება, პარტიამ მოახერხოს ამომრჩევლის და პოტენციური კოალიციური პარტნიორების დარწმუნება განახლებაში, ახალ ხედვებში და, შესაბამისად, უკეთეს სამომავლო პერსპექტივაში“, – განაცხადა პარტიის აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.

ევროპული საქართველო ასევე დატოვეს გივი თარგამაძემ და გიორგი გაბაშვილმა.

დავით ბაქრაძემა და გიგი უგულავამ პარტიული თანამდებობებიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 12 თებერვალს განაცხადეს. მანამდე, იმავე დღეს, პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ზურაბ ჭიაბერაშვილმაც გააჟღერა.

დეკემბერში, პარტია პირველმა ელენე ხოშტარიამ დატოვა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ახალი პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დააფუძნა.

ევროპული საქართველო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 2016 წლის საპარალმენტო არჩევნების შემდეგ მალევე, 2017 წლის იანვარში გამოეყო. პარტია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად პირველად მონაწილეობდა და მიღებული ხმების 3.79%-ით პარლამენტში 5 მანდატი მოიპოვა და ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაცინალური მოძრაობის შემდეგ, მესამე ადგილზე გავიდა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
19 საათის წინ, Mulan said:

ყრილობას ვუყურესავით და დაჟე ცოლიც არ უსმენდა სცენაზე რომ იდგა თავი ტელეფონში ქონდა ჩაყოფილი, რას ტეხავს :lol:

არა და მევასება ბოკერია, ჭკვიანია ;(

მაგ ცოლის გამოა პარგია რო დაეშალა.

ეგ ქალი უნდ აგაეჩუმებინა. 

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, mosamziri said:

მაგ ცოლის გამოა პარგია რო დაეშალა.

ეგ ქალი უნდ აგაეჩუმებინა. 

უი

რამე არ ვიცი? :) 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share