Guest Merlin Posted 10 აპრილი, 2021 Posted 10 აპრილი, 2021 10 აპრილის დილას „ხარებმა“ ბიტკოინის ყიდვა აქტიურად დაიწყეს, მათ ადვილად გადალახეს 60000$-იანი ზღვარი. ბიტკოინის ფასის ისტორიულ რეკორდამდე 1000$-ზე ნაკლებია დარჩენილი. მოცემული მომენტისთვის ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.139 ტრილიონ დოლარს შეადგენს. კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაციამ კი 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და 2.056 ტრილიონი დოლარი შეადგინა. BTC-ის კურსი 5%-ით გაიზარდა. ცოტახნის წინ კრიპტოვალუტის ანალიტიკოსმა ფსევდონიმით HornHairs ისაუბრა იმაზე, რომ ახლა მომხმარებლების უმეტესობა ბიტკოინის კურსის ზრდის, ან მასშტაბური კორექციის მოლოდინშია. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ სწორედ 60000$-ია ის საკვანძო ნიშნული, რომლის შენარჩუნებაც ბიტკოინის კურსს „კოსმიურ სისწრაფეს“ მიანიჭებს. Bloomberg-ის ანალიტიკოსების აზრით, ბიტკოინის კურსმა უკვე წელს 400000$-ს შეიძლება მიაღწიოს. ამ დასკვნას ისინი „ხარების რბოლის“ 2013 – 2017 წლების ისტორიული მონაცემების საფუძველზე აკეთებენ, როდესაც პირველი კრიპტოვალუტის მასშტაბურ კორექციას, წინ უძღოდა მისი მყისიერი ზრდა – რამდენიმე დღის მანძილზე კურსი რამდენჯერმე გაიზარდა. წყარო: https://bits.media The post ბიტკოინის კურსი 61000$-ს მიუახლოვდა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა