Jump to content
×
×
  • Create New...

ბიტკოინის კურსი 61000$-ს მიუახლოვდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

10 აპრილის დილას „ხარებმა“ ბიტკოინის ყიდვა აქტიურად დაიწყეს, მათ ადვილად გადალახეს 60000$-იანი ზღვარი. ბიტკოინის ფასის ისტორიულ რეკორდამდე 1000$-ზე ნაკლებია დარჩენილი.

მოცემული მომენტისთვის ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.139 ტრილიონ დოლარს შეადგენს. კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაციამ კი 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და 2.056 ტრილიონი დოლარი შეადგინა. BTC-ის კურსი 5%-ით გაიზარდა.

ცოტახნის წინ კრიპტოვალუტის ანალიტიკოსმა ფსევდონიმით HornHairs ისაუბრა იმაზე, რომ ახლა მომხმარებლების უმეტესობა ბიტკოინის კურსის ზრდის, ან მასშტაბური კორექციის მოლოდინშია. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ სწორედ 60000$-ია ის საკვანძო ნიშნული, რომლის შენარჩუნებაც ბიტკოინის კურსს „კოსმიურ სისწრაფეს“ მიანიჭებს.

Bloomberg-ის ანალიტიკოსების აზრით, ბიტკოინის კურსმა უკვე წელს 400000$-ს შეიძლება მიაღწიოს. ამ დასკვნას ისინი „ხარების რბოლის“ 2013 – 2017 წლების ისტორიული მონაცემების საფუძველზე აკეთებენ, როდესაც პირველი კრიპტოვალუტის  მასშტაბურ კორექციას, წინ უძღოდა მისი მყისიერი ზრდა – რამდენიმე დღის მანძილზე კურსი რამდენჯერმე გაიზარდა.

წყარო: https://bits.media

The post ბიტკოინის კურსი 61000$-ს მიუახლოვდა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   120 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 120 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(7)
    • YandexBot(1)