Jump to content
×
×
  • Create New...

Coinbase Chicago DeFi Alliance-ის მონაწილე გახდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კრიპტოვალუტის ბირჟა Coinbase დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროექტებთან თანამშრომლობისთვის Chicago DeFi Alliance-ს (CDA) შეუერთდა.

CDA ალიანსი 2020 წლის აპრილში DeFi-ის სფეროში განვითარებადი სტარტაპების მენტორობისა და დაფინანსებისთვის შეიქმნა. DeFi Alliance-ს კრიპტოვალუტების პლატფორმებისა და ფინანსური ფირმების წარმომადგენლები უძღვებიან. მათ შორის არიან Volt Capital-ის თანადამფუძნებელი იმრან ხანი (Imran Khan), CMT Digital-ის აღმასრულებელი დირექტორი კოლინ სალივანი (Colleen Sullivan), Compound-ის დამაარსებელი რობერტ ლეშნერი (Robert Leshner) და Aave-ს ხელმძღვანელი სტანი კულეჩოვი (Stani Kulechov).

Coinbase has joined the @defialliance, an open association supporting DeFi startups. We look forward to working together to grow the cryptoeconomy.

— Coinbase (@coinbase) April 8, 2021

Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან არმსტრონგმა (Brian Armstrong) CDA-ში გაერთიანების მთავარ მიზეზად ბირჟისთვის DeFi-ს აპლიკაციებთან წვდომის პრიორიტეტულობა დაასახელა. თავის მხრივ, Chicago DeFi Alliance-ის პარტნიორმა, ჯეიკობ ფრანეკმა (Jacob Franek) Coinbase-თან თანამშრომლობას „ბუნებრივი“ უწოდა, რადგან მათ DeFi-სთან დაკავშირებით საერთო ხედვა და მისია აკავშირებთ.

ალიანსის მისია ღია ფინანსური სისტემის შექმნაა, რაშიც DeFi-ს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. CDA მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, რომელიც DeFi-ს ახალბედა პროექტებისთვის მხარდაჭერის მზაობას გამოთქვამს.

წყარო:https://www.coindesk.com

The post Coinbase Chicago DeFi Alliance-ის მონაწილე გახდა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share