Guest Merlin Posted 9 აპრილი, 2021 Posted 9 აპრილი, 2021 საინვესტიციო ბანკის, Piper Sandler-ის გამოკითხვის თანახმად აშშ-ში მოზარდების 9% კრიპტოვალუტებით ვაჭრობს. Taking Stock With Teens კვლევის ფარგლებში სულ 7000 მოზარდი გამოიკითხა. მათგან 630-მა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებით ვაჭრობდა. გამოკითხვის დროს არ მომხდარა რაიმე სახის დამატებითი ინფორმაციის მოპოვება იმის შესახებ, თუ რომელ კრიპტოვალუტებს ფლობდნენ რესპოდენტები ან როგორ განკარგავდნენ მათ. მიღებულმა შედეგმა მწვავე შეკითხვები გააჩინა: უნდა ჰქონდეთ თუ არა მოზარდებს კრიპტოვალუტებთან წვდომა და რა პასუხისმგებლობები ეკისრებათ ასეთ დროს კრიპტოვალუტის ბირჟებს. ევროპაში Kraken-ის მმართველმა დირექტორმა, კურტის ტინგმა (Curtis Ting) განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟა „ უსაფრთხო ბაზრის შექმნაში საკუთარ როლს ძალიან სერიოზულად ეკიდება“ და ხაზი გაუსვა, რომ ბირჟის მომხმარებლების ასაკი, მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად, 18 წელს უნდა აღემატებოდეს. ბირჟების უმეტესობას, Binance, Coinbase-სა და Gemini-ის ჩათვლით, ანგარიშის გასახსნელად ასაკობრივი ზღვარი აქვთ დაწესებული. თუმცა მოზარდები კრიპტოვალუტებთან წვდომას მაინც ახერხებენ. Blockchain Research Lab-ის თანადამფუძნებელი, ინგო ფიდლერი (Ingo Fiedler) თინეიჯერების ციფრულ ვალუტებთან წვდომის რამდენიმე გზას ასახელებს. მათ შორისაა რეფერალური ბონუსები, ანაზღაურება გაწეული სამსახურისთვის, დაჯილდოვების პროგრამები დეველოპერებისთვის. „სავსებით შესაძლებელია, რომ მოზარდებმა კრიპტოვალუტა მშობლებისგან საჩუქრად მიიღონ“- ამბობს ფიდლერი. Quantum Economics-ის ანალიტიკოსის ჯეისონ დინის (Jason Deane) აზრით, მოზარდებს არ უნდა შეეძლოთ მაღალი რისკის მქონე აქტივებით ვაჭრობა. ის ემხრობა უსაფრთხოების რეკომენდაციების შემუშავებას, რომლებიც არასრულწლოვანებისთვის მშობლების მიერ კონტროლირებული ანგარიშების შექმნას, კრიპტოვალუტებით ვაჭრობის შეზღუდვას და ყოველ ქმედებაზე მშობლების თანხმობის აუცილებლობას მოიცავს. „მოზარდებს კრიპტოაქტივები შესაძლოა საჩუქრად გადაეცეთ, ან ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტების ანალოგიურად, ნებადართული იყოს კრიპტოაქტივებში ხანგრძლივი დროით ინვესტირება.”- ამბობს დინი. BlocksBridge-ის დამაარსებელი, ნიშანტ შარმა კი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდანვე ბავშვებმა ფინანსური განათლება მიიღონ, მათ შორის კრიპტოვალუტების სფეროშიც. წყარო: https://bits.media The post გამოკითხვა: ამერიკელი მოზარდების 9% კრიპტოვალუტებით ვაჭრობს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა