Jump to content
×
×
  • Create New...

ოთხი გალელის ხსოვნის პატივსაცემად 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა 


Recommended Posts

  • ფორუმელი

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას მდინარე ენგურში დამხრჩვალი საქართველოს ოთხი მოქალაქის ხსოვნის პატივსაცემად 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 აპრილს განაცხადეს, რომ გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც საოკუპაციო ძალას. ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ ენგურის გამშვები პუნქტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის თებერვლის ბოლოს ჩაკეტა.

საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ტრაგედიაში გარკვეული წვლილი თბილისის მიერ ოკუპირებული რეგიონიდან გადმომსვლელებისთვის დაწესებულ საკარანტინო ზომებსაც მიუძღვის.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share