ფორუმელი Moor Posted 9 აპრილი, 2021 Posted 9 აპრილი, 2021 საქართველოში დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას იხსნებენ, რა დროსაც საბჭოთა არმიიის მიერ თბილისში, საბჭოთა ჯარის მიერ ყოფილი მთავრობის სახლის (ახლანდელი პარლამენტის შენობა) წინ შეკრებილ ანტისაბჭოთა მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი მეთოდებით დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასეულობით კი დაშავდა. დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციის ლიდერები და რიგითი მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. „9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა, არ გამოიხატება ტიტების მიტანით და არ გამოიხატება მხოლოდ იმით, რომ აქ მოვდივართ ამ დღეს. გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ პატივს ვცემთ 9 აპრილის სულისკვეთებას და ეს არის ერთიანობა, ეს არის სიდინჯე, ეს არის დამოუკიდებლობის ბოლომდე შეგნება, იმისი, თუ რას ნიშნავს ეს“, – განაცხადა საქრთველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალთან. მემორიალს მთავრობის სხვა წვრებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ესტუმრა და თქვა – „[ეს არის] დღე, რომელმაც დასაბამი მისცა ბრძოლას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. სამწუხაროდ, ეს ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის, რადგანაც საქართველო კვლავ ოკუპირებულია და ჩვენი ბრძოლა გრძელდება იმისთვის, რომ საქართველო იყოს სრულფასოვნად ინტეგრირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ ბრძოლაში“. პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც დღეს მემორიალს ასევე ეწვია, მედიასთან არ უსაუბრია. იგი თარიღს, დღეს დილით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, მსგავსად პრემიერ-მინისტრისა, რომელიც კოვიდ-19-ს ებრძვის, თვითიზოლაციაშია და 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი სოციალური ქსელით მიაგო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ „დღევანდელი დღე არის თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლო. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა მუდმივად გრძელდება“. 9 აპრილის მემორიალი მოინახულა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამაც და თქვა – „ტრაგიკული დღეა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამ დღეს ბოროტების იმპერიის, საბჭოთა კავრიშის, ამ რეპრესიულმა მანქანამ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა“. თუმცა, მისივე თქმით, „ამავე დროს, არის ქართული საზოგადოების გამარჯვების დღეც… ესაა დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მყარად დააფიქსირა, რომ ჩვენ არ შევეგუებით, იმას, რომ ვიყოთ ამ ბოროტების იმპერიის – საბჭოთა კავშირის ან მისი მემკვიდრის, რასაც დღეს პუტინის რუსეთი წარმოადგენს, კონტროლის ქვეშ“. 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეც აღინიშნება. რამდენადაც ქვეყნის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის რეფერენდუმის საფუძველზე, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. რეფერენდუმზე მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფასა და დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 1918 წლის 26 მაისს მიღებულ დამოუკიდებლობის აქტს დაეფუძნა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთმა 1921 დაიპრო და 1922 წელს საბჭოთა კავშირში შეიყვანა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა