Guest Georgia Posted 9 აპრილი, 2021 Posted 9 აპრილი, 2021 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის ჯორჯ კენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს დემოკრატიული, განვითარებული, მშვიდობიანი და უსაფრთხო სამხრეთ კავკასიის მხარდაჭერას. ამის შესხებ კენტიმ ,,Turkish Heritage Organization"-ის მიერ გამართულ დისკუსიისას განაცხადა. „ასეთი გახლდათ აშშ-ის პოზიცია საბჭოთა კავშირის დაშლიდან და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე. ეს არის სამი შედარებით ახალი სახელმწიფო. ისინი იბრძოდნენ საკუთარი იდენტობისთვის სამ იმპერიას შორის. იქნება ეს მოსკოვის, სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერია, თუ რუსეთი, საბჭოთა კავშირი, ირანი და თურქეთი. სახელები იცვლება, მაგრამ ტრადიციული გარე გავლენების სამკუთხედი რჩება უცვლელი. ეს გეოგრაფია განსაზღვრავს ზოგიერთ არჩევანსა და შესაძლებლობას სამივე ქვეყნისთვის. ამიტომ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ინფრასტრუქტურული დერეფნის ხელშეწყობა მუდმივად იყო აშშ-ის სტრატეგიული ამოცანა, რათა დავხმარებოდით ამ ქვეყნებს წარმატების მიღწევაში. ვგულისხმობ რკინიგზას, ნავთობსადენებს თუ ბუნებრივი აირის მილსადენებს, ტრანსპორტს, ღრმაწყლოვან პორტებს. ამ ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა, ერთი მხრივ, არის რეგიონული თანამშრომლობა და მეორე მხრივ, შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყნებმა თავი დააღწიონ ისტორიულ ბედისწერას, რომელიც მუდამ დაკავშირებული იყოს დიდ სახელმწიფოებთან“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა. შტატების წარმომადგენელმა ასევე გააკრიტიკა რუსეთისა და თურქეთის მიერ ინიცირებული რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა და განაცხადა, რომ რუსეთი რეგიონულ კონფლიქტებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და მათ გადაჭრას არ ცდილობს. „ჩვენ ისევ ვუბრუნდებით თურქეთისა და რუსეთის მიერ შემოთავაზებულ თანამშრომლობის პლატფორმას, „3+3“-ს, რომლის კონცეფციის მიხედვითაც, ამ პლატფორმაში მონაწილეობს რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი. ამავე დროს რუსეთი ეწინააღმდეგება და არ ასრულებს 2008 წელს სარკოზის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ სრულ ჰუმანიტარულ წვდომას, რაც მოსკოვს არ გაუკეთებია. ასევე, მოსკოვი არ ასრულებს ამავე შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას, რომ რუსეთი გაიყვანს ძალებს 2008 წლის ომამდელ პოზიციებზე. ეს ნათლად აჩვენებს რუსეთის მხრიდან მომავალ გამოწვევებს. რაც შეეხება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ამისთვის არსებობს მექანიზმი და ის დაკავშირებულია ეუთო-სთან. ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომლის 44 რაუნდის შედეგად, ეს მოლაპარაკებები არის მცდელობა, დაარწმუნონ რუსეთი, შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები. ეს ძალიან ჰგავს იმ დისკუსიებს, რომელიც 1990-იანი წლებიდან მიმდინარეობდა დნესტრისპირეთის საკითხზე. 1999 წელს პრეზიდენტმა ელცინმა სტამბოლის სამიტზე დადო პირობა, რომ რუსეთის სამხედროები დატოვებენ დნესტრისპირეთს, ასევე ექვსი წლის წინ რუსეთმა დადო პირობა, რომ გავა უკრაინიდან. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რა კოლექტიური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როდესაც ვცდილობთ, რეგიონში მშვიდობიანი კეთილდღეობა უზრუნველვყოთ და მთავარი ხელისშემშლელი არის რუსეთი. ასე რომ, თუ ვისაუბრებთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე, ჩვენ ყველა მივესალმებით, რომ საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. მე ვვარაუდობ, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში აზერბაიჯანის ხელისუფლების უკმაყოფილება გაიზრდება, რადგან გამოჩნდება, რომ რუსი სამხედროები უფრო დიდი ხნით აპირებენ დარჩენას მთიან ყარაბაღში და როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ თქვა გასულ ნოემბერში – ის, რაც ყარაბაღში ხდება, არის ის, სადაც საქართველო იყო 1998 წელს. ცოტა ხანში აზერბაიჯანი იქნება იქ, სადაც ჩვენ აღმოვჩნდით 2008 წელს და შემდეგ აზერბაიჯანი იქნება იქ, სადაც ახლა ჩვენ ვართ. ეს ცოტა პესიმისტურია, მაგრამ რეალისტურია და აჩვენებს, თუ როგორ მანიპულირებს რუსეთი კონფლიქტებით და მათ საკუთარი სარგებლისთვის იყენებს, ისე, რომ რეალურად მათ გადაჭრას არ ცდილობს“, – აღნიშნა ჯორჯ კენტმა. დისკუსიაზე ამერიკელმა დიპლომატმა ისაუბრა მთიან ყარაბაღში ომის შემდეგ რეგიონში შეცვლილ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზეც. „ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში გეოპოლიტიკა იცვლება. ჩვენ ვხედავთ ტრადიციულ ძალებს, მათ შორის თურქეთსა და რუსეთს, რომლებიც გამოდიან იდეით, რომელსაც მიესალმა ირანიც. საუბარია „3+3“-ის ჩარჩოზე. ეს გახლავთ განსხვავებული ხედვა იმისგან, რის წინ წაწევასაც უკვე 30 წელია, ცდილობს დასავლეთი და აშშ-ი. ეს ასევე ცვლის ჩარჩო მიდგომას რეგიონული საკითხებისადმი. ჩვენ და ყველა ეს ქვეყანა, ირანის გარდა, ვართ ეუთო-ს წევრები, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ განვითარებას. სწორედ ეს იყო სამხრეთ კავკასიაში არსებულ საკითხებზე სამუშაო ჩარჩო. ე.წ. 3+3 წინადადება წარმოადგენს ძალიან განსხვავებულ ხედვას. ის თამაშგარე მდგომაროებაში ჩააყენებს აშშ-სა და სხვა დასავლელ პარტნიორებს. ამ შემთხვევაში ხშირად განმსაზღვრელი იქნება რეგიონის დიდი სახელმწიფოების ინტერესები და მათი სარგებელი“, – განაცხადა დიპლომატმა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა