Jump to content
×
×
  • Create New...

მაისში Cosmos-ის დეველოპერები დეცენტრალიზებულ ბირჟა Gravity-ს აამოქმედებენ


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Cosmos-ის დეველოპერი კომპანია Tendermint  უნივერსალურ დეცენტრალიზებულ ბირჟას Gravity DEX-ს აამოქმედებს. ამისთვის კომპანიამ Cosmos-ის ბლოკჩეინზე მომუშავე პროექტი B-Harvest შეიძინა. 

B-Harvest DeFi პროექტია. მისი შემუშავება Cosmos-ზე მიმდინარეობდა და ის Cosmos-ის ვალიდატორის ერთ-ერთ კვანძს მართავს. Tendermint-ს გარიგების ღირებულება არ გაუხმაურებია, თუმცა აღნიშნა, რომ ის ATOM-ის ტოკენების გარკვეულ რაოდენობაზე უფლებების ოთხი წლით გადაცემას მოიცავს.

Tendermint-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პენგ ზონგმა (Peng Zhong) განაცხადა, რომ Tendermint  Gravity DEX-ის B-Harvest-იდან Cosmos-ში ინტეგრირებას აპირებს, „სანდო და ნებადართული“ ვაჭრობის განვითარებისთვის.

„B-Harvest-თან მუშაობა ოქტომბრიდან დავიწყეთ. დეცენტრალიზებული ბირჟის შესაქმნელად ვეძებდით გუნდს, რომელსაც ფინანსების და DeFi-ს სფეროში მუშაობის გამოცდილება ექნებოდა. Gravity DEX შემუშავებულია არა მხოლოდ ATOM-ისთვის, არამედ სხვა ბლოკჩეინების კრიპტოაქტივებისთვისაც.“- თქვა ზონგმა.

Cosmos-ი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური კრიპტო პროექტია. ის წარმოადგენს ქსელ-ჰაბს, რომელიც სხვადასხვა ბლოკჩეინებს „ხიდების“ მეშვეობით აკავშირებს. ქსელს აქვს როგორც ყველასთვის ხელმისაწვდომი, ისე კერძო ბლოკჩეინების მხარდაჭერა. მისი საბოლოო მიზანია შეიქმნას შემაკავშირებელი რგოლი, სადაც ურთიერთაქმედება ყველა ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტას შეეძლება. 

პენის ინფორმაციით ამ ეტაპზე საცდელ ქსელში მუშაობა ეთერიუმთან შემაკავშირებელ ხიდზე  მიმდინარეობს. მისი ამოქმედება შესაძლოა DEX-ის ამოქმედებისთანავე მოხდეს. ხოლო ბიტკოინსა და სხვა ქსელებთან ხიდები სამომავლოდ შეიქმნება. პენის განცხადებით,  Uniswap-ისა და სხვა დეცენტრალიზებული ბირჟების მსგავსად, ტექნიკური ცოდნის მქონე ნებისმიერ მომხმარებელს Cosmos-ის ბლოკჩეინზე მონეტის ან სავაჭრო წყვილის ინტეგრაციისთვის კონტრაქტის დაწერა შეეძლება. Gravity DEX-ის ამოქმედება მომავალ თვეში იგეგმება.

წყარო:https://www.coindesk.com

 

The post მაისში Cosmos-ის დეველოპერები დეცენტრალიზებულ ბირჟა Gravity-ს აამოქმედებენ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share