Jump to content
×
×
  • Create New...

9 აპრილის ტრაგედიის გმირები


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

32 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან -1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა ჯარის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევა განხორციელდა

საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული აქციის დარბევის შედეგად, რომელიც საბჭოთა არმიამ ცოცხალი ძალის, მძიმე ტექნიკისა და მომწამვლელი გაზის მეშვეობით განახორციელა, 21 ადამიანი დაიღუპა. ასობით ადამიანი დაშავდა და მოიწამლა.

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან ზუსტად 2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

http://www.ambioni.ge/files/9-aprilis-tragediis-gmirebi.jpg

9 აპრილის ამ სისხლიან და ტრაგიკულ ღამეს 21 ადამიანი საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირა

1.ადამია აზა, 22 წლის 2. ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის 3. ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის 4. გიორგაძე ნატო, 23 წლის 5. დოლიძე თამუნა, 28 წლის 6. ენუქიძე თინა, 70 წლის 7. თოიძე ნინო, 25 წლის 8. კიკვიძე ზაირა, 61 წლის 9. ლოლაძე მანანა, 33 წლის 10. მამულიშვილი თამარი, 50 წლის 11. მეტრეველი ვენერა, 12. ნოზაძე მამუკა, 22 წლის 13. სამარგულიანი ნანა, 41 წლის 14. ქვასროლიაშვილი შალვა, 15. ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის 16. ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის 17. ჭოველიძე თამარი, 16 წლის 18. ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის 19. ჯინჭარაძე მზია, 43 წლის 20. მელქაძე მანანა 23 წლის 21. ქარსელაძე გია 25 წლის

9 აპრილის ტრაგედიამ შეძრა მსოფლიო და თითოეული ჩვენგანის სული. 9 აპრილის ისტორია თაობებს გადაეცემა და დაღუპული გმირები მუდამ იქნებიან ჩვენი მომავალი საქართველოს ნათელი სახეები.

ამ დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებსა და ოფიციალურ პირებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   275 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 275 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(3)