Jump to content
×
×
  • Create New...

ბრიტანული მაინინგის კომპანიის შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_790772194-1-300x200.jpg

დიდ ბრიტანეთში ბიტკოინის მაინინგიდან მიღებული შემოსავლები იზრდება. გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა ბიტკოინის მაინინგის კომპანიამ, Argo Blockchain–მა თავისი არსებობის განმავლობაში საუკეთესო შედეგი მიიღო.

”მოხარული ვარ, რომ Argo–მ რეკორდული მაინინგის შემოსავალი მიიღო. ეს არის მოგება ზედიზედ სამი თვის განმავლობაში. კომპანიის დაარსების დღიდან ეს Argo– ს საუკეთესო შედეგია”,-აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პიტერ უოლმა.

კომპანიამ 2021 წლის პირველ კვარტალში 387 ბიტკოინი მოიპოვა.

მიუხედავად დასავლეთში განვითარებული კრიპტოვალუტის მოპოვებისა, ბიტკოინის დიდი ნაწილის მოპოვება ჩინეთში მიმდინარეობს. ჩინეთში ელექტროენერგია შედარებით იაფია ამიტომ, მაინინგის მოწყობილობებს საკმაოდ დიდ ენერგიას აწვდის. Nature.com-ის ბოლოდროინდელმა ანგარიშმა ცხადყო, რომ ბიტკოინის მაინინგის 75% ჩინეთში მიმდინარეობს.

ბუნების მკვლევარების აზრით, 2024 წლისთვის მხოლოდ ბიტკოინის მოპოვებიდან ჩინეთში სათბურის გაზების ემისიები გადააჭარბებს როგორც ჩეხეთის, ისე ყატარის საერთო გამონაბოლქვს.

ცოტა ხნის წინ, Argo-მ განაცხადა, რომ შეიქმნება სუფთა ენერგიის ბიტკოინის მოპოვების გზები, რომელიც მხოლოდ განახლებადი ენერგიის საშუალებით იმუშავებს.

The post ბრიტანული მაინინგის კომპანიის შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share