Guest Merlin Posted 8 აპრილი, 2021 Posted 8 აპრილი, 2021 Goldman Sachs–ის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის რეგულაციები “დიდი ევოლუციისთვის” საჭიროა. დევიდ სოლომონმა “დიდი ევოლუცია” უწოდა იმას, თუ როგორ არეგულირებს შეერთებული შტატების მთავრობა ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებს ფინანსურ ინსტიტუტებთან მიმართებით. CNBC-სთან ინტერვიუში კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს კითხვები ბიტკოინის მიღებაზე დაუსვეს. აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ბანკი ყურადღებით აკვირდება ციფრულ ვალუტებს კლიენტების მხრიდან კრიპტოვალუტაზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე. ”ჩვენ ვაგრძელებთ ციფრული ვალუტისა და ფულის დიგიტალიზაციაზე ფიქრს. ამავე კონტექსტში, ჩვენ ვთანამშრომლობთ კლიენტებთან და ამ ყველაფერს ვუყურებთ ისე, რომ განვსაზღვროთ, თუ რა სჭირდებათ ჩვენს კლიენტებს”,- აღნიშნა Goldman Sachs–ის აღმასრულებელმა დირექტორმა. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში კომპანიის უფროსმა თავმჯდომარემ, ლოიდ ბლანკფეინმა განაცხადა, რომ მარეგულირებელი ორგანოები უნდა იყვნენ ჰიპერაქტიურები. თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ მონიტორინგი სხვადასხვა სახის მკაცრ აკრძალვაში არ უნდა გადაიზარდოს. The post Goldman Sachs-ის აღმასრულებელი დირექტორი: ბიტკოინის რეგულაცია საჭიროა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა