Guest Merlin Posted 8 აპრილი, 2021 Posted 8 აპრილი, 2021 ციფრული ვალუტების ინვესტიციის მენეჯერის, CoinShares-ის თანახმად, 2021 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან კრიპტოვალუტის შესყიდვის რეკორდი. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ბოლო კვირის შემოდინებამ, რომელიც პარასკევს დასრულდა, ჯამში 106 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც სამ თვეში წინა კვარტალთან შედარებით 11%-ით მეტია. წინა კვირების განმავლობაში შემოდინება შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუციონალური შემოდინება შენელდა, CoinShares-ი მიიჩნევს, რომ ეს არ ნიშნავს უფრო ფართო შენელების ტენდენციას, რადგან კვარტალური ზრდის ტემპები მრავალფეროვანია. გასული კვირის განმავლობაში შემოდინებებში დომინირებს 3 მილიონი დოლარის ბიტკოინი და 20 მილიონი დოლარის ეთერიუმი. თებერვლის დასაწყისში CoinShares–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინვესტიციების შემოდინება ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან კრიპტოვალუტაში გაიზარდა. ინვესტიციების უმეტესობა კი ეთერიუმში განხორციელდა. ”ჩვენ გვჯერა, რომ ინვესტორები ცდილობენ თავიანთი ფინანსების გამრავალფეროვნებას, რაც ამ შემთხვევაში ეთერიუმით გამოიხატა. ეთერიუმმა შემოდინების ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი დააფიქსირა”,-ნათქვამი იყო CoinShares-ის ანგარიშში. The post CoinShares-ი: კრიპტოვალუტების შესყიდვამ ახალი რეკორდი მოხსნა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა