Jump to content
×
×
  • Create New...

პიტერ თილი:„ბიტკოინი შეიძლება აშშ-ს წინააღმდეგ ჩინეთის იარაღად გადაიქცეს“


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კომპანია PayPal-ის თანადამფუძნებელმა, პიტერ თილმა (Peter Thiel) განაცხადა, რომ პირველი კრიპტოვალუტა შესაძლოა აშშ-ს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩინეთის ფინანსურ იარაღად გადაიქცეს.

ვირტუალური კონფერენციის დროს თილმა აღნიშნა, რომ ბიტკოინის მაინერების დიდი ნაწილი ჩინეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამწვავების შემთხვევაში, ბიტკოინი აშშ დოლარისთვის წინააღმდეგობის გასაწევად შეიძლება იყოს გამოყენებული.

„იმის მიუხედავად, რომ ზოგადად კრიპტოვალუტების მომხრე, ბიტკოინის მომხრე მაქსიმალისტი ვარ, ჩემთვისაც საინტერესოა ასეთ დროს უნდა განიხილებოდეს თუ არა ბიტკოინი ჩინეთის ფინანსურ იარაღად აშშ-ს წინააღმდეგ.“

ბიტკოინი საფრთხეს  შესაძლოა ნებისმიერი ფიატური ვალუტისთვის წარმოადგენდეს, განსაკუთრებით კი აშშ დოლარისთვის, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტისთვის. თილის აზრით, ევრო ასევე შეიძლება იქცეს საფრთხედ დოლარისთვის, რადგან ჩინეთისთვის ამერიკული ვალუტის დასუსტება ყველა შემთხვევაში მომგებიანი იქნება. ის ამერიკელ პოლიტიკოსებსა და სტრატეგებს, გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ანალიზის დროს კრიპტოვალუტის ბაზარზე მიმდინარე მდგომარეობის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენას ურჩევს.

ამ ფონზე ძალიან ლოგიკურად ჟღერს ჰეჯფონდის Bridgewater Associates დამფუძნებლის, რეი დალიოს (Ray Dalio) მოსაზრება, რომ აშშ-ს ტერიტორიაზე ბიტკოინის აკრძალვის გარკვეული ალბათობა არსებობს. საპირისპირო აზრი აქვს Gemini-ს თანადამფუძნებელს, ტაილერ ვინკლვოსს (Tyler Winklevoss). ის დარწმუნებულია, რომ ბიტკოინმა უკვე მიაღწია იმ დონეს, როდესაც მისი აკრძალვა ნაკლებად შესაძლებელია.

წყარო: https://bits.media

 

The post პიტერ თილი:„ბიტკოინი შეიძლება აშშ-ს წინააღმდეგ ჩინეთის იარაღად გადაიქცეს“ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   344 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 343 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(21)
    • YandexBot(4)
    • t-90
    • Googlebot(2)