ფორუმელი Moor Posted 26 დეკემბერი, 2020 Posted 26 დეკემბერი, 2020 საქართველოს გენერალური პროკურატურის 26 დეკემბერის განცხადებით, კახეთში, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, ზანდარაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით საჩიშვილი განზრახ მოკლა. ამასთან, შემთხვევის ადგილზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ხელის არეში კიდევ ერთი მოქალაქე დაიჭრა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა