Jump to content
×
×
  • Create New...

კიდევ რამდენს დაგვიტევს დედამიწა?


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

დედამიწის მოსახლეობის რაოდენობამ 7.6 მილიარდს მიაღწია. გაეროს მონაცემებით, ეს რიცხვი 2023 წლისთვის 8 მილიარდს გადააჭარბებს, 2100 წლისთვის კი 10-12 მილიარდის ფარგლებში იქნება

ჩვენი პლანეტის მოსახლეობამ 1-მილიარდიანი ნიშნული 1 800-იანი წლების დასაწყისში გადაკვეთა. 2 მილიარდს 1927-ში, 4 მილიარდს კი 1974-ში მიაღწია. საინტერესოა, რომ ასეთი მზარდი დინამიკის ფონზე, შობადობა მნიშვნელოვნად მცირდება. მაგალითად, თუ 1960-იან წლებში შობადობის მაჩვენებელი ერთ ქალზე 4.7 იყო, 2005-2010 წლებში ეს რიცხვი 2.6-მდე შემცირდა. თუმცა, მკვლევრების განცხადებით, ამ ტემპით მოსახლეობის შემცირებას საუკუნეები დასჭირდება

2014 წელს ადელაიდის უნივერსიტეტის პროფესორის – ქორი ბრედშოუს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ მეორე დღესვე 2 მილიარდი ადამიანი გარდაიცვლებოდა, ან თუ ყველა სახელმწიფო ჩინეთივით აკრძალავდა ერთ შვილზე მეტის გაჩენას (ეს კანონი ჩინეთში 40 წლის განმავლობაში მოქმედებდა და 2016 წლიდან გაუქმდა), 2100 წელს პლანეტაზე მაინც მინიმუმ იმდენივე ადამიანი იქნებოდა, რამდენიც დღეს არის.

რამდენ ადამიანს დაიტევს დედამიწა? ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. პრობლემას ჩვენს პლანეტაზე არა ადამიანების ფიზიკურად მოთავსებ, არამედ მათ მიერ დიდი რაოდენობით რესურსების მოხმარება წარმოადგენს. განვითარებული ქვეყნები გლობალური დათბობის მთავარ წყაროს წარმოადგენენ. თუ მზარდი მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ ცხოვრების სტილს მიბაძავს, პლანეტა ამას დიდხანს ვერ გაუძლებს. თუმცა, თუ სახელმწიფოები პრიორიტეტს მიანიჭებენ ქვეყნის მდგრად ეკოლოგიურ განვითარებას, დედამიწა შეძლებს ჭარბი მოსახლეობით გამოწვეულ დატვირთვას გაუმკლავდეს.

sustainability.jpgFreepik

მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ჩვენს პლანეტაზე უკვე ზედმეტად ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ამას კი ადასტურებენ ფაქტით, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი კვდება შიმშილით. ამ და სხვა პრობლემების გადაჭრის გზა მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარებაა, განსაკუთრებით კი მიწათმოქმედების, ელექტროენერგიის მოპოვებისა და სატრანსპორტო სფეროებში. კვებასთან დაკავშირებული გამოწვევების მხრივ დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად ითვლება გენმოდიფიცირებული (GMO) საკვების შექმნა. იგი წარმოებულია იმ მცენარეების ან ცხოველებისგან, რომელთა დნმიც გენური ინჟინერიის გზით შეიცვალა. მაგალითად, GMO საკვებს შეუძლია გაუძლოს გვალვას ან ჰერბიციდებს, რაც უფრო მარტივს ხდის მინდვრების მორწყვას სარეველას მკვლელი სითხეებით. ამასთან ერთად, სახელმწიფოები მუშაობენ ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციაზე, ენერგიის განახლებადი წყაროების შექმნაზე, ნარჩენების გადამუშავებაზე და ..  

ზუსტი რიცხვის დასახელება, თუ რამდენი ადამიანის უზრუნველყოფა შეუძლია ჩვენს პლანეტას, შეუძლებელია, მაგრამ ტექნოლოგიური განვითარების პოტენციალი და მდგრადი განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს პლანეტაზე ადამიანები კიდევ დიდხანს და უფრო უკეთესადაც იცხოვრებენ.

The post კიდევ რამდენს დაგვიტევს დედამიწა? appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share