Jump to content
×
×
  • Create New...

„ბაღებისა და სკოლების დახურვაზე საუბარი ინფიცირების შემთხვევების ორ-სამჯერ მომატების შემთხვევაში შეგვეძლება“ – ივანე ჩხაიძე


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

„ბაღებისა და სკოლების დახურვაზე საუბარი შეგვეძლება მაშინ, თუ ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა ორჯერ და სამჯერ მეტი გვექნება”, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებელია.

„სკოლამდელი დაწესებულებების ჩაკეტვაზე საუბარი შეიძლება მაშინ, თუ ჩვენ ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა გვექნება ორჯერ და სამჯერ მეტი, ვიდრე დღეს არის. ეს რიცხვები არ გვაძლევს იმ რეკომენდაციის გაკეთების შესაძლებლობას, რომ დავკეტოთ სკოლები და ბაღები. რაც შეეხება წერტილოვან შეზღუდვებს, ჩაკეტვებს, ეს არის აუცილებელი. სწორედ ამიტომ არის წერტილოვანი, რომ არ მოხდეს აქედან ინფექციის შემთხვევების გავრცელება რაიონის ან რეგიონის მასშტაბით. ასე რომ, წერტილოვანი შეზღუდვების პრაქტიკა საყოველთაოდ მიღებულია, ძალიან ამართლებს და ვფიქრობ, ეს იქამდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე საქართველოში ამის ეპიდშესაძლებლობა არის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამავე თემაზე:

პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელთა ვაქცინაციის დაწყებაზე საბჭო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს

„ვეცდებით დიდხანს შევინარჩუნოთ“ – თამარ გაბუნია სკოლებისა და ბაღების დახურვაზე

წყარო: tv-იმედი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   19 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 19 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • Googlebot(2)