Guest Merlin Posted 8 აპრილი, 2021 Posted 8 აპრილი, 2021 ქუთაისი წელს ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აკადემიას (CELA) უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე თევზაძეს და ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აღმასრულებელ დირექტორს, ყირგიზეთის ყოფილ ელჩს აშშ-ში, პროფესორ კადირ ტოკტოგულოვს შეხვდა. ალიანსი დაფუძნებულია აშშ-ში, ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნეს ლიდერთა საზოგადოების (SIBF)“ მიერ და აერთიანებს სხვადასხვა დარგის წარმატებულ ლიდერებს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან. CELA ყოველწლიურად მართავს ათდღიან ლიდერთა აკადემიას წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. საქართველო პირველად უმასპინძლებს CELA ლიდერთა აკადემიას „წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაგეგმილია CELA 15 აკადემიის ჩატარება. საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა შეხვედრა ქუთაისის მერთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის, ევრაზიის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის ქვეყნების წამყვანი ბიზნესების წარმომადგენლები. ლიდერთა აკადემია იდეალური პლატფორმაა, სადაც შესაძლებელია კერძო ბიზნესის, განათლებისა და საჯარო სექტორის ერთმანეთთან კომუნიკაცია და ახალ პროექტებზე საუბარი“, – განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ. „ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის ისტორიაში, წელს პირველად, ლიდერთა აკადემია ჩატარდება ქუთაისში, კერძოდ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ჩვენ მოხარულები ვართ რომ, ეს განხორციელდება აქ. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნების, ისე სომხეთის, აზერბაიჯანის და თავისთავად, საქართველოს წარმომადგენლები. გარდა ამისა, 10 დღის შემდეგ 3 დღის განმავლობაში, სტუმრად იქნებიან ამერიკის შეერთებული შტატების, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებიდან დელეგატები. ჯამში, დაახლოებით 200 ადამიანი ესტუმრება ქალაქს. CELA 15 აკადემიის ქუთაისში ჩატარება ხელს შეუწყობს რეგიონის ცნობადობის ამაღლებას და ბიზნეს პარტნიორებს შორის მომავალ თანამშრომლობას“, – განაცხადა ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის თავმჯდომარემ კადირ ტოკტოგულოვმა. „წელს ქუთაისი რამდენიმე საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს, მათ შორის, ევრაზიის ლიდერთა ალიანსს. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ქუთაისისა და ალიანსის მომავალი თანამშრომლობის გეგმები და ქუთაისის მიერ CELA აკადემიის 2021 წლის ღონისძიების მასპინძლობის მნიშვნელობა რეგიონის განვითარებისთვის“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. CELA აკადემია გულისხმობს ცენტრალური ევრაზიის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან 80-მდე დელეგატის სტუმრობას რეგიონში. ქუთაისს ესტუმრებიან წარმომადგენლები არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან, ყატარიდან, ინდონეზიიდან, პაკისტანიდან, შრი-ლანკიდან, ტაილანდიდან, მალაიზიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს და იმერეთის რეგიონის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა. ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის (CELA) აკადემიას ქუთაისი აგვისტოს თვეში უმასპინძლებს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა