ფორუმელი Moor Posted 7 აპრილი, 2021 Posted 7 აპრილი, 2021 საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე 7 აპრილს სამუშაო ვიზიტით ლატვიას ესტუმრა, სადაც იგი უკვე შეხვდა ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსს, თავდაცვის მინისტრ არტის პაბრიკს, საგარეო საქმეთ მინისტრ ედგარს რინკევიჩს და სეიმის სპიკერ ინარა მურნიეცეს. ლატვიის თავდაცვის მინისტრ არტის პაბრიკსთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რუსეთიდან მომდინარე გამოწვევები და გლობალური უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა ბურჭულაძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ლატვიის „მნიშვნელოვან წვლილს“ გაუსვა ხაზი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიელ კოლეგას თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებით განხორციელებასა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილზე გაამახვილა ყურადღება. ლატვიის სეიმის სპიკერ ინარა მურნიეცესთან შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებებზე ისაუბრეს და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. საქართველოს თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურასა და ამ კუთხით ნატოს მნიშვნელოვან როლზეც იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. Delighted to meet Georgian Defense Minister Juansher Burchuladze, I reiterated #Latvia’s support to #Georgia, especially its European and Euroatlantic path. We discussed regional security situation and internal political developments in Georgia pic.twitter.com/oxdcLZoeXu — Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) April 7, 2021 ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში არიან – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე. მინისტრმა ბურჭულაძემ ადაჟის ბანაკში განთავსებული ნატოს გაძლიერებული მოწინავე განლაგების მრავალეროვნული საბრძოლო ქვედანაყოფი ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრიც მოინახულა. ასევე წაიკითხეთ: თავდაცვის მინისტრი აშშ-საქართველოს პარტნიორობასა და შეიარაღების ადგილობრივ წარმოებაზე საუბრობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა