Jump to content
×
×
  • Create New...

შეუძლია თუ არა სხვა პირს 2021 წლის გამოცდებზე თქვენი შედეგის ნახვა – პასუხები აბიტურიენტების ახალ კითხვებზე


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორისა და ძველი თბილისის რაიონების სკოლების მოსწავლე აბიტურიენტების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები გამოაქვეყნა. აბიტურიენტების კითხვებს საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები პასუხობდნენ.

მსგავსი ტიპის შეხვედრა აბიტურიენტებთან რამდენჯერმე ჩატარდა. აქამდე წამოჭრილი საკითხები შეგიძლიათ იხილოთ ას კითხვასა და ას პასუხში.

წარმოგიდგენთ ამ დროისთვის ბოლო შეხვედრაზე წამოჭრილ ძირითად კითხვებსა და მათზე პასუხებს:

იმ პროგრამებზე, რომლებზეც შემოქმედებითი ტურია ჩასაბარებელი, ქართულისა და უცხოური ენის გარდა კიდევ რა უნდა ჩააბაროს აბიტურიენტმა?
სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს: ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა. სტუდენტებისათვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. შესაბამისად, სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო პროგრამებზე დაფინანსების მოპოვებისათვის აბიტურიენტს შეუძლია კიდევ ერთი საგანი (ისტორია/მათემატიკა) ჩააბაროს.

იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედებითი ტურის არჩევა დამავიწყდა და არ მოვნიშნე რეგისტრაციის დროს, აქვს თუ არა აზრი, რომ ჩავაბარო და თუ წარმატებით ჩავაბარე, განიხილავს თუ არა ცენტრი შედეგს?
თუ თქვენ არ აირჩევთ რეგისტრაციის დროს შემოქმედებით ტურს, უმაღლესი სასწავლებელი არ მოგცემთ ამ ტურზე გასვლის საშუალებას, შესაბამისად, პროგრამაზე, რომელიც ითხოვს შემოქმედებითი ტურის შედეგს, თქვენ ვერ ჩაირიცხებით.

უცხოური ენის მოსმენის დავალების დროს რას გვირჩევთ, პარალელურად, ნაწილ-ნაწილ დავწეროთ პასუხები, თუ მთლიანად მოვუსმინოთ და შემდეგ?
პასუხები უნდა დაწეროთ მოსმენის პარალელურად. ეკრანზე, ტესტში თქვენ დაინახავთ შეკითხვებს იმ ტექსტთან დაკავშირებით, რაც გესმით. ცხადია, ეს ორი რამ, მოსმენა და პასუხების მონიშვნა ერთდროულად უნდა გააკეთოთ. გთხოვთ ივარჯიშოთ იმ მოსმენის დავალებების შესრულებაზე, რომლებიც კრებულშია გამოქვეყნებული. გთხოვთ ასევე ივარჯიშოთ ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შარშანდელ ტესტებზე.

გამოცდაზე კალამი შეგვიძლია მოვიტანოთ, თუ დაგხვდება?
სექტორში კალამი დაგხვდებათ. სურვილის შემთხვევაში კი, გამოსაცდელს საშუალება აქვს მოიტანოს საკუთარი კალამი შემდეგი პარამეტრებით – შავი, ტუშის (გელიანი), (0,5-0,7 მმ.) ბურთულიანი წვერით.

სხვა პირს თუ შეუძლია ჩემი შედეგის ნახვა?
ნუ გაანდობთ სხვას პირად მონაცემებს, მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამ მონაცემების დაცულობაზე. თერთმეტნიშნა პირადი ნომრის, ხუთნიშნა კოდისა და საგამოცდო ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის გარეშე შედეგის ნახვა შეუძლებელია.

არ მაქვს პასპორტი და პირადობის მოწმობა და ბინადრობის მოწმობით თუ დავიშვები გამოცდაზე?
დიახ, გამოცდაზე დაიშვებით ბინადრობის მოწმობით ან იუსტიციის სახლის მიერ გაცემული ცნობით (ფორმა N1) იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ არც პირადობის მოწმობა და არც პასპორტი.

თბილისში ვცხოვრობ და თუ შემიძლია საგამოცდო ქალაქად ბათუმი მოვნიშნო? და ასევე მაინტერესებს, როდემდე მაქვს უფლება შევცვალო ქალაქი?
ყველა გამოსაცდელს აქვს უფლება სურვილის შესაბამისად შეარჩიოს საგამოცდო ქალაქი. მისი შეცვლა 31 მარტის 18:00 საათამდე იყო შესაძლებელი. ამ ეტაპზე აბიტურიანტებს მხოლოდ გამოცდის ენისა და საგნის წაშლის ან დამატების უფლება აქვთ 15 აპრილის 18:00 საათამდე. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი როგორც იცით, მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.

ასი კითხვა და ასი პასუხი აბიტურიენტებისთვის საინტერესო თემებზე

ღია კარის დღეებზე დასმული კითხვები

რა განსხვავებაა ღია და დახურულ დავალებებს შორის?

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share