Guest Merlin Posted 8 აპრილი, 2021 Posted 8 აპრილი, 2021 სალომე ჯაშის უკანასკნელი ნამუშევარი, “მოთვინიერება” კიდევ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. სურათმა UA International Human Rights-ის დოკუმენტური კინოს ფესტივალის კატეგორიის, DOCU/WORLD-ის ჯილდო მოიპოვა. “მოთვინიერება” შვეიცარია-გერმანია-საქართველოს კოპროდუქციაა. დოკუმენტური ფილმი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ჰობის, ხეების შეგროვებას ეხმიანება. სურათს წინა პლანზე ადამიანისა და ბუნების მეტოქეობის თემა აქვს წარმოჩენილი, რომელიც საქართველოში არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ფონზე ვითარდება. “მოთვინიერების” პრემიერა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა კრიტიკოსების დადებით შეფასებები დაიმსახურა. სურათი 2021 წლის ბერლინალეს ერთერთი სექციის, “ფორუმის” მონაწილე იყო. ფილმს ჯილდოები უკრაინის, მექსიკისა და საფრანგეთის ფესტივალებზე აქვს მიღებული. ფილმის ჩვენება New Directors/New Films კინოფესტივალზე 28 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება. The post “მოთვინიერება” UA International Human Rights ფესტივალის გამარჯვებული გახდა appeared first on filmmaker.ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა