Jump to content
×
×
  • Create New...

თბილისის მასშტაბით 41 საბავშვო ბაღია დახურული – ბაღების სააგენტო საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, თბილისის მასშტაბით 41 ბაღია დახურული.

როგორც EDU.ARIS.GE-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის ბაღები, სადაც კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, დროებით დახურულია და მიმდინარეობს პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები.

„კორონავირუსის შემთხვევები გამოვლენილია, როგორც აღმზრდელებსა და ბაღის პერსონალში, ასევე აღსაზრდელებშიც. ერთი შემთხვევის დადასტურების შემდეგაც კი, ბაღი იხურება და გადის კარანტინის წესით განსაზღვრულ პროცედურებს. ამჟამად თბილისის მასშტაბით 41 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გვაქვს, სადაც კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა და ამის გამო დაწესებულებამ შეაჩერა მუშაობა“, – განაცხადეს ბაღების მართვის სააგენტოში.

EDU.ARIS.GE ასევე დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ 15 აპრილიდან ბაღები მთლიანად შეაჩერებენ მუშაობას. როგორც ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, მსგავს გადაწყვეტილებას იღებს საკოორდონაციო საბჭო, ამჟამად კი ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„რაც შეეხება 15 აპრილიდან ბაღების დახურვას, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. არცერთი სიტყვა და გაფრთხილება ბაღებს ამის შესახებ არ მიუღიათ. ეს არის ჭორები, რომელიც გაურკვეველია, საიდან მოდის. მსგავს გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საკოორდინაციო საბჭო. დანარჩენ შემთხვევებში ბაღები აგრძელებენ ფუნქციონირებას უკვე არსებული პრაქტიკით“, – განაცხადეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

იმ შემთხვევაში, თუ ბაღებში კორონავირუსი გამოვლინდება, ბაღი მთლიანად წყვეტს მუშაობას ორი კვირის განმავლობაში. ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებსა და პერსონალს კი, კორონავირუსზე გეგმური ტესტირება პერიოდულად უტარდებათ.

„ვეცდებით დიდხანს შევინარჩუნოთ“ – თამარ გაბუნია სკოლებისა და ბაღების დახურვაზე

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   27 all people including: 1 წევრი, 2 ანონიმური, 24 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(6)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(3)
    • t-90