Jump to content
×
×
  • Create New...

8 სახის ხილი, რომელიც ცოტა რაოდენობით პროტეინს შეიცავს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

როგორც წესი, ცილებზე ფიქრისას ხილი სულაც არ გვახსენდება.

მელისა მაჯუმდარის(MS, RD, ბოსტონის ბრიგამისა და ქალთა საავადმყოფოს უფროსი ბარიატრი, კვების და დიეტოლოგიის აკადემიის სპიკერი) თქმით, პროტეინის საუკეთესო წყაროა ქათამი, თევზი, ზღვის პროდუქტები, ინდაური, ბერძნული იოგურტი, ლობიო, ოსპი, ხაჭო და კვერცხი. ასევე, ცილას შეიცავს თხილი და თესლი, თხილის კარაქი, ყველი, რძე და მწვანე ბარდა.

არც ერთი ხილი არ გვხვდება ამ ჩამონათვალში, იმიტომ რომ ხილი არ აკმაყოფილებს „მოთხოვნებს“.

რომ ჩაითვალოს ცილის წყაროდ, ნივთიერების ერთი ულუფა უნდა შეიცავდეს 6 გრამ პროტეინს. მთელი მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული შეიცავს სულ რამდენიმე გრამ ცილას. ისინი ცხიმითა და ნახშირწყლებით უფრო მეტად გვამარაგებენ, ვიდრე ცილებით. ამიტომ ის არ დაგეხმარებათ კუნთის ზრდის პროცესში.

ხილი შეიცავს უმნიშვნელო რაოდენობის ცილას, რომელიც დიდ ცვლილებებს არ იწვევს. საშუალოდ, ხილი უზრუნველყოფს მთლიანი ნახშირწყლების 15 გრამს შაქრის ბუნებრივი წყაროებიდან, როგორიცაა ფრუქტოზა, გლუკოზა და ბოჭკოვანა ნახევარ ჭიქაში.

 

იმის გამო, რომ ხილი შეიცავს ნახშირწყლებსა და შაქარს, მასზე უარი არ უნდა თქვათ. უბრალოდ, ხილი არ უნდა მიიჩნიოთ ცილის მიღების წყაროდ. ასე რომ, მხოლოდ ხილის მირთმევა არ დაგეხმარებათ კუნთების ზრდის პროცესში.

 

ცნობილია, რომ ნაყოფში არსებული ნახშირწყლები აუცილებელია ცილის სინთეზისთვის. როგორ მაჯუმდარი ამბობს, საკვები, რომელიც ნახშირწყლებს უზრუნველყოფს, გვმატებს ენერგიასა და ბოჭკოს, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს სხეულს დაზოგოს ცილა კუნთების ზრდისთვის, მათ აღსადგენად და ფორმირებისთვის.

ბოჭკო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი დიეტისთვის. ამ საკვებ ნივთიერებას შეუძლია ხელი შეუწყოს მეტ სისავსეს (კვების ექსპერტები ამას “კმაყოფილებას” უწოდებენ) და ჭამის შემდეგ სრულფასოვნების განცდას(რასაც “გაჯერება” ეწოდება). გარდა ამისა, მეცნიერებამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც იცავენ მაღალ ბოჭკოვან დიეტებს, გულის დაავადებების რისკი ნაკლებად აქვთ.

 

ქვემოთ მოცემულია 8 სახეობის ხილი, რომლებიც ცილების ყველაზე მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება(მაგრამ,როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,ეს რიცხვი მაინც არ არის დიდი).

 

ჯეკფრუტი

 

ეს პოპულარული ხილი ხორცის შემცვლელადაა აღიარებული. როგორც მაჯუმდარი ამბობს, ჯეკფრუტი მდიდარია B6 ვიტამინით, საკვები ნივთიერებებით, რომელიც საჭიროა ცილების მეტაბოლიზმისთვის.

გაითვალისწინეთ: მიუხედავად იმისა, რომ ჯეკფრუტი ხორცის ნაცვლად გამოიყენება მისი სტრუქტურის გამო, ის მაინც არ წარმოადგენს ცილის შემცველობას. გამოიყენეთ ჯენკფრუტი მისი არომატისა და სტრუქტურის გამო, მაგრამ არა როგორც ცილა.

 

ქლიავი

 

ცილა: 0,95 გრამი 1/4 ჭიქაზე

 

გამხმარ ქლიავს თითო ულუფა შეიცავს ცოტა რაოდენობის ცილას. როგორც მოგეხსენებათ, ისინი უფრო ცნობილია ბოჭკოვანი შემცველობით. ასე რომ, მათთან აუცილებლად უნდა იყოთ ფრთხილად, როდესაც საქმე ეხება მოხმარების რაოდენობას და თქვენი მომნელებელი სისტემის მოქმედებას. თუ კუჭის მოქმედების პრობლემა არ გაქვთ, ქლიავის ზედმეტმა ზემოქმედებამ შეიძლება მთელი დღე საპირფარეშოში გაგატარებინოთ.

 

ალუბლის ჩირი

 

ცილა: 1 გრამი 1/4 ჭიქაზე

 

2018 წლის ალუბლის კვების ღირებულების მიმოხილვამ აჩვენა, რომ ის ხელს უწყობს ანთების და ართრიტის შემცირებას, აგრეთვე ეხმარება ძილის ხარისხის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ტარტის ალუბლის წვენი აღმოჩნდა შესანიშნავი დამამშვიდებელი მტკივნეული კუნთებისთვის.

 

გარგარი

 

ცილა: 1,1 გრამი 1/4 ჭიქაზე

 

გარგარი ვიტამინი C– ს შესანიშნავი წყაროა.ასევე აღმოჩნდა, რომ იგი ბოჭკოვან პროდუქტსა და უამრავ ანტიოქსიდანტს შეიცავს.

 

ოქროს ქიშმიში

 

ცილა: 1,35 გრამი თითო 1/2 ჭიქა (შეფუთული)

 

როგორც მაჯუმდარი ამბობს, ქიშმიში რკინის კარგი ვეგეტარიანული წყაროა და უზრუნველყოფს ბოჭკოს და კალიუმს. ის ასევე ამცირებს არაჯანსაღი საკვების მიმართ ლტოლვას.

გამოიყენეთ ქიშმიში მარცვლეულის დასატკბობად ნაცვლად იმისა, რომ შეიძინოთ მარცვლეული შაქრის შემცველობით.

 

ავოკადო

 

ცილა: 3 გრამი 1 ჭიქაზე (კუბურად)

 

დიახ, ავოკადო ხილია. კიდევ ერთი გასაკვირი ფაქტი: იგივე რაოდენობის ავოკადო (1 ჭიქა) შეიცავს 10 გრამ ბოჭკოვანს. არსებობს კი რაიმე, რაც ავოკადოს არ შეუძლია?

 

კივი

 

ცილა: 2.05 გრამი 1 ჭიქაზე (დაჭრილი)

ეს მწვანე თესლოვანი ხილი ცოტა რაოდენობით ცილის შემცველია. არის რბილი და ადვილად დაჭრადი.

 

წყარო: Menshealth.com

 

The post 8 სახის ხილი, რომელიც ცოტა რაოდენობით პროტეინს შეიცავს appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

  • ფორუმელი

შენ წარმოიდგინე ცოცხალ ხილს ყოველ დღე ვაჭმევ ბავშვს ერთი და იგივე დროს. ვაშლი, კივი, შავი ქლიავი გახეხილი და ზემოდან მოსხმული ჰიპის ხილის პაუჩი. რაც შეეხება ცილებს, იყიდება ბელაქტის შვრიის ქატო. რომელსაც ვურევ აი ამ გერკულესში https://www.google.com/search?q=axa+გერკულესი&client=opera&hs=X3E&sxsrf=ALeKk02P6r6jXjCGnuGiLK6Zkf7zS0SO-w:1623136888908&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=2ahUKEwjojL2NwIfxAhUJ2SoKHZt9DeQQ_AUoAnoECAEQBA&biw=1366&bih=658#imgrc=PRb3dpvqdSIlqM 

პლუს ქიშმიში, წვრილად დაკეპილი კომშის, ატმის და გარგრის ჩირსაც ვყრი. ასევე წიწიბურას და ბრინჯის ფანტელს. 

ამის გარდა დესერტად ხაჭოს იოგურტი ხილით, ან ჩვეულებრივი ხაჭო მაწონში არეული და საულეთესო ორცხობილა ჩაფშვნილი. 

დილა იწყება ნუტრილაკი პრემიუმი-ს რძით, ან ნუტრილონ პრემიუმით. 

ასევე შუადღეს ბროკოლი, ყვავილოვანი, ყაბაყი, სტაფილო, ჭარხალი, ძროხის ხორცი, ან ორაგულის თევზი, ბრინჯი ან ჰეინცის ვერმიშელი და სხვა ინგრედიენტები ერთად მომზადებული. 

საღამოს ხილის ასორტთან ერთად ლუბოპიშკას, ან ნესთლეს რძიანი ფაფა. ჭამის შუალედებში, ნატურალური წვენები, ან ჰიპის ტყის კენკრის ჩაი. 

დაა ა.შ არეულად კი დავწერე, მაგრამ ვინც იცის რა არის იდიალურობა, მიხვდება. 

ეს ყველაფერი ზუსტად ერთი და იგივე დროს ხდება, ანუ იდეალურ გრაფიკშია გაწერილი. 

დაა კიდევ ერთი მთავარი არსი, იდეალურობის არის ძილი. ერთი და იგივე გრაფიკში. 

შედეგი მაოცებს ყოველ დღე.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share