Jump to content
×
×
  • Create New...

თბილისის ყველა სკოლაში ახალი საკითხავი ლიტერატურა შევა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

როგორც ცნობილია, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, საქართველოს დედაქალაქი თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. თბილისის, როგორც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი 2021 წლის 23 აპრილს ამოქმედდება და ზუსტად ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დაგეგმილია ასზე მეტი საჯარო აქტივობისა თუ პროექტის განხორვიელება. მათ შორის ერთ-ერთი კი უკავშირდება თბილისის სკოლებს.

კერძოდ, თბილისში არსებულ აბსოლუტურად ყველა სკოლაში ახალი საკითხავი ლიტერატურა შევა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საუბარია როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ საკითხავ ლიტერატურაზე. აბსოლუტურად ყველა მოსწავლეს თბილისში ექნება შესაძლებლობა, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა ჰქონდეს წიგნებთან.

გარდა ამისა, დაგეგმილია სკოლებში თანამედროვე ქართველი ავტორების სტუმრობა და სპეციალური ღონისძიებების მოწყობა, რომლის ფარგლებშიც ისინი შეხვდებიან მოსწავლეებს და კიდევ უფრო დააინტერესებენ კითხვით.

სკოლებში შეტანილი ლიტერატურა არ ადაპტირდება სახელმძღვანელოებთან და სოლაში შექმნილი სამკითხველო კუთხით სარგებლობას ყველა მოსწავლე თანაბრად შეძლებს.

თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას შეძლებენ რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებიც, რომელთა დედაქალაქში ჩამოყვანაც არის დაგეგმილი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად.

როგორც ცნობილია, ჟიურიმ თბილისს მიანიჭა უპირატესობა მაშინ, როცა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის წოდებისთვის 2021 წელს ლონდონი და პარიზიც ცდილობდა, სულ 15 ქვეყანა.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   14 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 14 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(2)