ფორუმელი Moor Posted 2 აპრილი, 2021 Posted 2 აპრილი, 2021 საქართველოს პარლამენტმა 1 აპრილს ერთხმად მიიღო ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში ცვლილებებსაც ითვალისწინებს. ცვლილებები პარლამენტმა ძირითადი ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო ბოიკოტის ფონზე დაამტკიცა. ქართული ოცნების მიერ ინიცირებული „ფრაგმენტული“ ცვლილებები ცოტა ხნის წინ კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი „სრულად მოწყვეტილია ქვეყანაში შექმნილ რეალობას“. მიღებული ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატი საჯარო მოსმენაზე ინდივიდუალურად უნდა წარდგეს, ხოლო კანდიდატების საჯარო მოსმენა „უნდა გაიმართოს ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით“. იუსტიციის საბჭოს წევრის ვინაობა და მის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურის „კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების“ კრიტერიუმებით შეფასება საბჭოს ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არ შეაფასებს ყველა კანდიდატს და აღნიშნულ შეფასებებს დასაბუთებასთან ერთად არ გადასცემს საბჭოს აპარატს, ითვლება, რომ საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს შესაბამის პროცედურაში და მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება. თუ საბჭოს წევრი აპარატს გადასცემს კანდიდატის არასრულ შეფასებას ან კანდიდატის შეფასებას დასაბუთების გარეშე, საბჭოს აპარატი აცნობებს წევრს ამ ხარვეზის თაობაზე, ხოლო ამ უკანასკნელს შეუძლია ხარვეზი 2 სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრას. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ცვლილებებს კანდიდატთა საბოლოო შერჩევის პროცედურაში. შემდგომ ეტაპზე გადადის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არის გამოცხადებული. ამასთანავე, კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა შემდგომ ეტაპზე, თუ კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70%-ია და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ათმა წევრმა მაინც მიიჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს კანდიდატთა საბოლოო სიაზე კენჭისყრის პროცედურის შეცვლას. პარლამენტში წარდგენამდე, უპირველეს ყოვლისა, კენჭი ეყრება კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ყველაზე მაღალი ქულების მქონე კანდიდატს. ის პირები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმების ორ მესამედს მიიღებენ, პარლამენტს წარედგინებიან კანდიდატებად. კენჭისყრის პროცედურის შემდეგ, იუსტიციის საბჭოს ყველა წევრმა თითოეული კანდიდატისთვის ხმის მიცემის წერილობითი დასაბუთება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უნდა წარუდგინონ. წარდგინება, კენჭისყრის შედეგები, საბჭოს წევრთა მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების დასაბუთებები საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება. იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება, შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ გააუქმოს. მას შემდეგ, რაც საბჭო განახლებულ გადაწყვეტილებას წარადგენს, მისი გასაჩივრება საკვალიფიკაციო პალატაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება. ახალი ცვლილებები ევროკავშირის მიერ პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად შემოთავაზებულ დოკუმენტშიც შევიდა, თუმცა მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ლიდერებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ცვლილებები მაინც იქნებოდა მიღებული. მოლაპარაკებების ჩაშლამდე, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების საწყისი ნაბიჯი „აუცილებლად“ უნდა იყოს „არსებული იუსტიციის საბჭოს, როგორც სრულად ნდობადაკარგული ორგანოს შეცვლა“. არასამთავრობოები: სასამართლო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები „ფრაგმენტულია“ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 7 აპრილი, 2021 Author Posted 7 აპრილი, 2021 ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურისთვის „სახელდახელოდ შემუშავებული და მიღებული“ საკანონმდებლო ცვლილებები დაიწუნა. ევროკავშირის ორგანოს 7 აპრილის განცხადების თანახმად, „საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიცემის წინაპირობა“ უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის წესების შესახებ ვენეციის კომისიისათვის დასკვნის თხოვნა და მისი გათვალისწინება იქნება. განცხადების თანახმად, მართალია, ევროკავშირი, ზოგადად, მიესალმება მოსამართლეთა შერჩევის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებისათვის ინიციატივას, „იგი იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის გარეშე, სახელდახელოდ შეიმუშავა და მიიღო“. ევროკავშირმა „დანანებით“ აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს პარლამენტმა აქამდეც შეცვალა კანონი „ნაჩქარევად, ვენეციის კომისიისათვის საბოლოო აზრის დროულად მოკითხვის, თუ ამ აზრისათვის დალოდების გარეშე“. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს უზენაესი სასამართლო „უმაღლესი პროფესიული უნარითა და პატიოსნებით“ შემკული მოსამართლეებისაგან შედგებოდეს. ამასთან, მან საქართველოს „მკაცრად მოუწოდა“, აზრი მოჰკითხოს ვენეციის კომისიას, რამდენად შეესაბამება პირველი აპრილის ცვლილებები კომისიის მიერ მანამდე გაცემულ რეკომენდაციებს. პირველი აპრილის საკანონმდებლო ცვლილებები ვრცლად: პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 7 აპრილი, 2021 Author Posted 7 აპრილი, 2021 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 7 აპრილი, 2021 Author Posted 7 აპრილი, 2021 On 1 April, the Georgian Parliament adopted legislative amendments reviewing the selection process of Supreme Court judges. The European Union has repeatedly expressed concerns over the shortcomings in this selection process and the applicable rules. While the EU thus welcomes this initiative to amend the legal framework of the selection process, it is disappointing that the Georgian Parliament hastily designed and adopted these amendments without an inclusive consultation process. We regret that Georgia had already previously amended this legislation in a rushed process without a timely request to or awaiting the final opinion of the Venice Commission. The European Union therefore strongly recommends Georgia to request as soon as possible a Venice Commission assessment on whether the adopted amendments comply with its previous recommendations. The new rules, once confirmed by the Venice Commission, need to apply equally to all applicants. It is crucial that the Supreme Court, Georgia’s highest judicial instance, is composed of judges of utmost professional competence and integrity. Revising the selection process of Supreme Court judges in line with Venice Commission recommendations is also a condition for the disbursement of the second tranche of macro-financial assistance to Georgia under its current programme. Nabila MASSRALI(link sends e-mail) Spokesperson for Foreign Affairs and Security Policy +32 (0) 2 29 88093 +32 (0) 460 79 52 44 Adam KAZNOWSKI(link sends e-mail) Press Officer for Foreign Affairs and Security Policy +32 (0) 2 29 89359 +32 (0)460 768 088 Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა