Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო უწყება ენგურის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 7 აპრილის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას, მდინარე ენგურში გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე დაიხრჩო.

სუს-ის ცნობით, მათ ენგურის გავლით გადმოსვლა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით გადაწყვიტეს.

„აღიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს“, – განაცხადეს სუს-ში.

აღნინიშა რა, რომ წლების განმავლობაში თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო ე.წ. რეგულაციებმა და შეზღუდვებმა უკვე არაერთი ადგილობრივის სიცოცხლე იმსხვერპლა, სუს-მა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი შემთხვევებისთვის „მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო შეზღუდვებმა ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები ჩვენი სამი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

აფხაზეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ენგურის გამშვები პუნქტი 2020 წლის თებერლის ბოლოს ჩაკეტა. მას შემდეგ, სოხუმმა რამდენიმე „ჰუმანიტარული კორიდორი“ გახსნა, 2021 წლის თებერვალში კი – თითქმის ერთწლიანი ჩაკეტვის შემდეგ, ენგურის გამშვები პუნქტის გადაკვეთაზე დაწესებული შეზღუდვები გარკვეული კატეგორიებისთვის, მათ შორის, მოხუცების, პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის შეამსუბუქა.

რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2021 წლის პირველ სამ თვეში გალის რაიონის 3 000-მდე მცხოვრები დააკავა დანარჩენ საქართველოში „უკანონოდ“ გადმოსვლის მცდელობისათვის.

პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსულთათვის საკარანტინო პერიოდი 12-დან 5 დღემდე შემაცირა.

მარტის შუა რიცხვებში ანაკლიის საკარანტინო სივრცეში ოკუპირებული გალის რაიონიდან სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით გადმოყვანილი ქალი გარდაიცვალა.

მარტის შუა რიცხვებში ანაკლიის საკარანტინო სივრცეში ოკუპირებული გალის რაიონიდან სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით გადმოყვანილი ქალი გარდაიცვალა.

გალის რაიონის 30 000-მდე მოსახლიდან აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად ქართველები არიან, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადეს, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას მდინარე ენგურში დამხრჩვალ საქართველოს მოქალაქეებზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც საოკუპაციო ძალას.

„დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებს „ეწირება უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეული სირთულეების გადალახვას ცდილობს“.

თავის მხრივ, საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ მომხდარი „ნათლად წარმოაჩენს“ ოკანონო ოკუპაციის „ადამიანურ საფასურს“ და ოკუპირებული რეგიონების „მოსახლეობის აუტანელ საცხოვრებელ პირობებსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ურთულეს ვითარებას“. „წლებია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები რუსეთის ოკუპაციის მძევლებად იქცნენ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრებმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის გავლით გადმოსვლა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით გადაწყვიტეს. კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თბლისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ რეგიონს შორის მიმოსვლა 2020 წლის თებერვლიდან მნიშვნელოვნად შეზღუდულია.

ოპოზიციის გამოხმაურება

მომხდარზე ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიიკას დაუკავშირა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა. მისი თქმით, მთავრობამ „ჩვენი გალელი მოქალაქეები“ საოკუპაციო რეჟიმის ანაბარა მიატოვა. მისივე განცხადებით, ასევე „გაუსაძლისია ის საკარანტონო ზომები“, რომლებიც ხელუსუფლებამ ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის დააწესა.

ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ თქვა, რომ როგორც ჩანს, „ჩვენმა თანამოქალაქეებმა“ ოკუპირებული რეგიონიდან შემოვლითი გზებით გადმოსვლა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ იცოდნენ კარანტინში მოხვდებოდნენ. მისივე განცხადებით, ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის კარანტინის წესი არის შესაცვლელი და მათ ხელისფულებამ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება კოვიდ-19-ის ტესტის საფუძველზე უნდა დართონ.

აფხაზეთის ხელისუფლებამ 2021 წლის თებერვალში, ენგურის გამშვები პუნქტის გადაკვეთაზე დაწესებული შეზღუდვები გარკვეული კატეგორიებისთვის, მათ შორის, მოხუცების, პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის შეამსუბუქა. პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსულთათვის საკარანტინო პერიოდი 12-დან 5 დღემდე შეამცირა.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას გალის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ცნობის შემდეგ, მდინარე ენგურში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მედიის ცნობით, გარდაცვლილი დღეს ენგურში დამხრჩვალი სამი პირიდან ერთ-ერთის მეუღლეა.

დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ გალის მკვიდრებმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის გავლით გადმოსვლა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით გადაწყვიტეს.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share