Guest Merlin Posted 7 აპრილი, 2021 Posted 7 აპრილი, 2021 ბილაინის თამაშების პორტალზე ქართველი სტუდენტების მიერ ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი მობილური თამაში – “Jumper Ghost” განთავსდა და მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. თამაში გასული წლის ოქტომბერში ბილაინის მობილური თამაშების ჰაკათონის, Game Jam-ის ფარგლებში შეიქმნა და მისი ავტორი BTU-ს სტუდენტებისგან შემდგარი გუნდი – Absolute Zero-ა. თამაშის – „Jumper Ghost” ლოგიკა მარტივია და იმეორებს ბილაინის სხვა თამაშების მექანიზმს – აბონენტი ცდილობს, თავი აარიდოს ბარიერებს და დააგროვოს MB-ები. მოგებული MB-ები აბონენტს თამაშისთვის გამოყოფილ სპეციალურ ბალანსზე დაერიცხება, რისი შემოწმებაც ბილაინის აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია. თამაშზე წვდომისთვის, აბონენტი გადადის თამაშის ბმულზე და მობილურის ნომრის მეშვეობით გადის ვერიფიკაციას. თამაშის ერთი ცდის საფასურია 1₾. “Jumper Ghost” ბილაინის პორტალზე განთავსებული რიგით მეცხრე და საქართველოში შექმნილი პირველი თამაშია. კომპანია ამ დრომდე უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობდა, ხოლო საქართველოში ნიჭიერი დეველოპერების აღმოსაჩენად და სფეროს მხარდასაჭერად, ჰაკათონი Beeline Game Jam ჩაატარა და ქართველი ახალგაზრდებისგან შემდგარი რამდენიმე გუნდის ბიზნესპარტნიორი გახდა. ბილაინი აგრძელებს საქართველოში ციფრული მიმართულების განვითარების მხარდაჭერას და სფეროს წარმომადგენელთა წახალისებას, რაც მობილური თამაშების შემთხვევაში მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნის შესანიშნავი შესაძლებლობაა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა