Jump to content
×
×
  • Create New...

შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტის საპილოტე ფაზის პირველი ეტაპი დაასრულა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%93%E1%

ბოლოდროინდელი გამოკვლევის შედეგად, შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა წარმოადგინა ციფრული ვალუტის საპილოტე ვერსიის პირველი შედეგები, რომელიც დაფუძნებულია R3–ის Corda Blockchain-ზე.

აღნიშნული ციფრული პროექტის საპილოტე პროგრამის დასრულების შემდეგ Sveriges Riksbank-მა აღმოაჩინა გარკვეული ხარვეზები ქსელში, რომლის გამოწორების გარეშეც შვედური ციფრული კრონა ვერ იფუნციონირებს ისე, როგორც საჭიროა.

ცენტრალურმა ბანკმა მოახდინა პოტენციური სტაბილკოინის სისტემის ძირითადი ასპექტების სიმულაცია. ბანკმა ასევე მონაწილეების, მომხმარებლებისა და გადახდის ინსტრუმენტების სიმულაციაც შეძლო. ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი სტაბილკოინის ტექნოლოგია საჭიროებს შემდგომ გამოკვლევას, რომლის მასშტაბურობა წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას.

”ელექტრონული კრონის პილოტის პირველ ფაზაში ტესტირებულმა გადაწყვეტამ დააკმაყოფილა სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მოთხოვნები. მაგრამ ეს მოხდა შეზღუდულ საცდელ გარემოში. ამიტომ საჭიროა ახალი ტექნოლოგიის შესაძლებლობების მართვა და საცალო გადასახადების ფართომასშტაბიანი გამოკვლევა და ტესტირება. ”- აღნიშნულია ქვეყნის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შვედეთმა ციფრული კრონის სრული საპილოტე ვერსიის შემუშავება 2022 წლამდე უნდა დაასრულოს.

The post შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტის საპილოტე ფაზის პირველი ეტაპი დაასრულა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   60 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 60 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(1)
    • Chrome(11)
    • Googlebot(3)