Jump to content
×
×
  • Create New...

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევები ბათუმის მე-3 და მე-8 საჯარო სკოლებში


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ბათუმის საჯარო სკოლებში დღეს კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

COVID-19 მესამე და მერვე საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაუდასტურდათ. კლასები დისტანციურ სწავლაზე გადავიდა.

ბათუმის რესურსცენტრის უფროსის თქმით, სკოლებში დამატებითი შეზღუდვები არ იგეგმება, შიდა გავრცელების შემთხვევაში კი, მხოლოდ კონკრეტული სკოლა დაიხურება.

“მართალია გარკვეული შემთხვევები ფიქსირდება, მაგრამ არა მგონია, იყოს საგანგაშო რაოდენობა. ამის გათვალისწინებით, სკოლების სრულად დახურვა არ განიხილება. ისევ ჯანდაცვის რეკომენდაციით ვხელმძღვანელობთ და მხოლოდ კლასებს დავხურავთ, შიდა გავრცელების შემთხვევაში კი მხოლოდ კონკრეტულ სკოლას”, – თქვა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ბათუმის რესურსცენტრის უფროსმა გოჩა დავითაძემ.

ცალკეული შემთხვევების დაფიქსირების გამო ბათუმში დღესდღეისობით სულ 12 კლასია დისტანციურ სწავლებაზე.

სრულად დაიხურა კერძო სკოლა “მასტერკლასი” და მე-14 საჯარო სკოლა.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   230 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 229 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(19)
    • ASIA
    • Facebookexternalhit(2)