Guest Merlin Posted 7 აპრილი, 2021 Posted 7 აპრილი, 2021 Airbedandbreakfast – გასაბერი ლეიბი და საუზმე – ასე ერქვა ოთახების გასაქირავებლად შექმნილ პლატფორმას. დღეს მას შემოკლებული სახელწოდებით – Airbnb-ით ვიცნობთ. პლატფორმაზე გასაქირავებლად განთავსებული ოთახები ღამის გასათევის მაძიებლებისთვის მალევე გახდა სასტუმროების იაფი ალტერნატივა. ერთ წელიწადში Airbnb-ის ქსელზე 2.5 ათასი განაცხადი დაიდო, 2013 წელს კი განცხადებების რაოდენობა 250 ათასამდე გაიზარდა. დღეს ის 191 ქვეყანასა და 81 ათასზე მეტ ქალაქს მოიცავს. Airbnb-ზე უფასოდ დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერს, ვისაც სახლის ან თუნდაც ერთი ოთახის გაქირავება სურს. მასპინძელი კომპანიას თითოეული ჯავშნის მხოლოდ 3-5%-ს უხდის. Airbnb-მა მალევე მომხმარებლებს მსოფლიო მასშტაბით მათი ოთახებისა და სახლებისთვის უფასო ფოტოგადაღების სერვისი შესთავაზა. ფოტოგრაფი ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი კომპანიამ სწორედ ამ მიზნით 2011 წელს დაიქირავა და საქართველოში დარეგისტრირებული რამდენიმე მასპინძლის სახლის გადაღება დაუკვეთა: „ოთახები და ბინები ლამაზი ფოტოებით 15-20-ჯერ უფრო კარგად ქირავდება. Airbnb-მაც არჩია, ხარისხიანი ფოტოებისთვის ფოტოგრაფისთვის თავად გადაეხადა, იგივე თანხა კი ორი გაქირავების შემდეგ მარტივად დაებრუნებინა უკან. პირველ წელს საქართველოში დაახლოებით 10 სახლი გადავიღე, მომდევნო წელს რაოდენობა 100-მდე, მესამე წელს კი 2000-მდე გაიზარდა. ეს რიცხვები ყველაზე კარგად ასახავს იმას, თუ როგორ იზრდებოდა Airbnb-ის მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე“. ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილიუძრავი ქონების სააგენტოს – Colliers International Georgia-ს მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში Airbnb-ის მეშვეობით მიღებული შემოსავალი – $12.5, 2018 წელს – $22.7, ხოლო 2019 წელს $35.1 მილიონი იყო. Galt & Taggart-ის მონაცემებით კი, 2019 წელს Airbnb-ის წილი თბილისის ბაზრის 17%-ს შეადგენდა. სასტუმროებზე უარის თქმა, საზიარო ოთახისა თუ დამოუკიდებელი სახლების დაქირავებაზე მოთხოვნა ტურისტების განსხვავებული გამოცდილების მიღების სურვილმაც განაპირობა. Airbnb-მა მათ საინტერესო დიზაინით მოწყობილი სახლები და ადგილობრივ კულტურასთან ზიარების მეტი შესაძლებლობები შესთავაზა. „ამ პლატფორმამ ბევრ ქართველს ასწავლა ბინების უფრო შემოქმედებითად მოწყობა. უღიმღამოდ მოწყობილი სახლები ნათელმა, ლამაზმა ოთახებმა ჩაანაცვლა. Airbnb-მა თავისი სიმარტივით, ლამაზი დიზაინითა და ეფექტიანი მხარდაჭერის სერვისითაც მოიგო მილენიანელების გული“, – ამბობს ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი. ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილიპანდემიამ და ტურიზმის შეჩერებამ Airbnb-ის ზრდაზეც მოახდინა გავლენა. თუმცა, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი, რომელიც ფეისბუქჯგუფის – Airbnb Host Union of Georgia-ს დამფუძნებელია, ამბობს, რომ ჯგუფში გაწევრიანებული მასპინძლების უმეტესობამ ბინების გაქირავება აქ დარჩენილ ან საცხოვრებლად დროებით ჩამოსულ უცხოელებსა და ადგილობრივებზე მაინც მოახერხა. როგორ განვითარდება Airbnb-ის ბედი, ამის თქმა ჯერ რთულია, თუმცა, გასულ წელთან შედარებით, 2021 წელს პლატფორმაზე სახლებისა და ოთახების დაჯავშნა 35%-ით უკვე გაიზარდა. The post Airbnb საქართველოში appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა