Jump to content
×
×
  • Create New...

სკოლის ელექტრონულ ჟურნალში ცვლილებები შევიდა – დეტალები


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

სკოლის ელექტრონული ჟურნალი განახლდა და მას ახალი ფუნქციები დაემატა. მათ შორის, მაგალითად, დისტანციური სწავლების ფორმატში, პედაგოგები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ თიმსის პლატფორმაში მათთვის მნიშვნელოვანი იყო მოსწავლის მიერ გაგზავნილ დავალებაზე ავტომატური უკუკავშირის ველი ჰქონოდათ. აღნიშნული ფუნქცია ელექტრონულ ჟურნალს დაემატა.

როგორც სკოლებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამიერიდან დავალებების მოდულის განახლებულ ვერსიაში გაჩნდა პედაგოგის და მოსწავლის ინტერაქტიული მუშაობის შესაძლებლობა.

განახლების შემდეგ მოსწავლეებს აქვთ მასწავლებლის მიერ შექმნილ და მათთან გადაგზავნილ დავალებაზე პასუხის დაბრუნების საშუალება. თავის მხრივ პედაგოგსაც შეუძლია მიღებული დავალების/დავალებების მოდულიდანვე შეფასება ან, საჭიროებისამებრ, შესაბამისი კომენტარით მისი (დავალების) მოსწავლისთვის უკან დაბრუნება რედაქტირების მიზნით. დავალებების მოდულში გაჩნდა ახალი სვეტი „შემოსული დავალებები“, ხოლო აღნიშნული სვეტის ქვევით, თითოეული დავალების გასწვრივ, შესაბამისი ღილაკი მათ დასათვალიერებლად.

ამასთან, ჟურნალში ცვლილება შევიდა სკოლის დირექტორებისთვის, რომლებმაც ელექტრონულად უნდა ატვირთონ მანდატურის მიერ დაწერილი ოქმები.

მანდატურის მიერ დაწერილ ოქმებზე რეაგირება. „დარღვევების“ განახლებულ მოდულში, დირექტორს საშუალება ეძლევა დარღვევის ოქმში მონაწილე რამდენიმე მოსწავლეზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალ-ცალკე ატვირთოს რეაგირების დოკუმენტი/ფაილი. რეაგირების ასატვირთად, მანდატურის მიერ დარეგისტრირებული კონკრეტული დარღვევის ოქმში შესვლის შემდეგ, ეკრანის ქვედა ნაწილში გამოჩნდება დარღვევაში მონაწილე ყველა მოსწავლე. თითოეული მათგანის გასწვრივ იქნება შესაბამისი რეაგირების ასატვირთი ღილაკი”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ცვლილების თანახმად, იმ საგნებში, სადაც მოსწავლის სემესტრული შეფასება უნდა იყოს ჩაეთვალა / არ ჩაეთვალა, 2021-2022 სასწავლო წლის ბოლოს მასწავლებლები შეძლებენ
საბოლოო შეფასების ელ. ჟურნალში ასახვას და დეტალურ ინსტრუქციას სკოლები
მიიღებენ სემესტრის დასრულებამდე.

მობილურ აპლიკაციაში ავტორიზაცია – ელექტრონული ჟურნალის მობილურ აპლიკაციებში პაროლის დამახსოვრება შესაძლებელია, ასევე PIN CODE, FINGER PRINT, FACE ID-ით ავტორიზაციის გავლა.

ელ. ჟურნალის მონიტორინგის ფუნქციონალი – სისტემა eSchool-ში „ადმინისტრატორი მართვა“ როლის მქონე მომხმარებელმა სკოლის კონკრეტულ თანამშრომლის/მასწავლებლის გვერდზე „დამატებითი უფლებების“ ღილაკზე დაჭერით უნდა გაააქტიუროს „ელ. ჟურნალის
ადმინისტრირება“. აღნიშნული ფუნქცია თანამშრომელს საშუალებას მისცემს წვდომა ჰქონდეს
სკოლის ყველა კლასის მონაცემებზე.

საშვის გამოწერა – საშვის გამოწერის ფუნქცია გაუაქტიურდა სკოლის დირექტორს, მის მოადგილესა და დამრიგებელს.

ვიზუალური მასალა და სხვა მითითებები მასწავლებლებისთვის მოცემულია ახალ დოკუმენტში

ამავე თემაზე:

ელექტრონული ჟურნალის წარმოებას სკოლები წელს დაიწყებენ, 2021-2022 სასწავლო წლისთვის კი სასკოლო ჟურნალი სულ გაუქმდება

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share