Jump to content
×
×
  • Create New...

როგორ გავიხალისოთ ყოველდღიური ცხოვრება (მაშინაც კი როცა თავს საშინლად ვგრძნობთ)?


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ის, რაც გაბედნიერებთ. ეს შეიძლება იყოს მზიანი დღე, თქვენი ზრდასრული შვილების ვიზიტი ან უბრალოდ მშვიდი მომენტი ქაოსური კვირის შემდეგ. სიხარული შესაძლოა ჩანდეს იშვიათი და წარმავალი, მაგრამ არსებობს გზები, რომ მივუახლოვდეთ სასიხარულო მომენტებს ყოველდღიურად.

ბევრ ადამიანს სიხარული ერევა ბედნიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს და ხშირად ერთდროულად ხდება, ეს გრძნობები არ არის სინონიმები. ბედნიერება არის ემოცია, რომელსაც მოაქვს ძლიერი სიამოვნება და მღელვარება, ხოლო სიხარული უფრო ძლიერი, გრძელვადიანი მდგომარეობაა, რაც შინაგანი სიმშვიდისა და კმაყოფილების გრძნობას იწვევს.

ფორესტ ტალი (დოქტორი, კლინიკური ფსიქოლოგი კალიფორნიაში) ამბობს, რომ მიუხედავად ბედნიერების ადვილად წარმოებისა, სიხარული მოდის სწორი პირობების შექმნით, რომ  მოულოდნელად გამოჩნდეს. ბედნიერება შესაძლოა მოგიტანოთ დილის ყავამ ან სახალისო ფილმმა, მაგრამ სიხარული, მეორეს მხრივ,  არის უფრო რთულად აღსაქმელი. ეს განგრძობითი პროცესია, რასაც ბევრი დრო მიაქვს.

სუზან დამიკოს (მდგრადი ბავშვების Devereux ცენტრის დირექტორი) თქმით, ბედნიერება და სიხარული უზრუნველყოფს გულისცემის/არტერიული წნევის დარეგულირებას და იმუნური სისტემის გაძლიერებას .გარდა ამისა, დადებითი ემოციების ადამიანები, ნაკლებად განიცდიან სხვადასხვა დაავადებებს და ტკივილებს. ტალი ამბობს, რომ სიხარულის პოვნა სიცოცხლის ხანგრძლივობასაც იწვევს. Journal of Happiness Studies- ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბედნიერი ადამიანები 53% -ით მეტ ხანს ცოცხლობენ.

ქვემოთ, თქვენ ნახავთ ექსპერტისა და მეცნიერების მიერ შემუშავებულ გზებს თქვენს ცხოვრებაში მეტი სიხარულის შესატანად:

სენდი მარანტსი( დასავლეთის სამედიცინო ჯგუფის დოქტორი იონკერში,ნიუ იორკში) გვირჩევს, რომ მიუხედავად 2020 წლის სირთულისა,  ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ, განვითარდეთ და რაღაც ღირებული ვისწავლოთ ამისგანაც კი. იქნებ მიხვდით, რომ რეალურად გიყვართ ოჯახთან ერთად ყოფნა, კვირაში ხუთი დღის ოფისში გატარებაზე მეტად. იმის გაგებით, თუ რა გასწავლათ კარანტინმა, შეიძლება რთული დღეები გახადოთ უფრო ღირებული.

 

იფიქრეთ მცირე სურათზე

ბრაიან ვინდი(დოქტორი და JourneyPure– ის მთავარი კლინიკური აღმასრულებელი) ამბობს, რომ თუ ინსტაგრამის სქროლვისას ფიქრობთ, რატომ არ იქორწინეთ ბანკირზე, მსგავსად თქვენი კოლეჯის მეგობარისა, რომელიც ახლა ვილაში ცხოვრობს, თქვენი ამგვარი ფიქრის მასშტაბი უნდა შეამციროთ. რამ შეიძლება გაგამხიარულოთ დღეს? ამის მიღწევა შეიძლება უფრო ადვილი იყოს, ვიდრე  მთელი ცხოვრების ბედნიერება. საბოლოოდ, ყველა ის პატარა მომენტი შეიქმნება, რაც იწვევს რეალურ სიხარულს.

როცა ხართ გაბრაზებული, ავტომატურად ფიქრობთ, რომ ყველაფერი, თქვენს ცხოვრებაში, ცუდად მიდის და იძაბებით. ასე რომ, დამიკო გირჩევთ იყოთ უფრო დაფიქრებული და გახსოვდეთ ის, რაც გაგაჩნიათ – მაშინაც კი, თუ ის ისეთივე პრიმიტიულია, როგორც მაგალითად ფეხები, ეს კი ნიშნავს, რომ თქვენში მადლიერების გრძნობა იღვიძებს და, რაღა თქმა უნდა, ეს კარგად მოქმედებს თქვენ განწყობაზე. ამოირჩიეთ რაიმე, რასაც ყოველდღიურად აკეთებთ, მაგალითად კბილების გამოხეხვა ან ლოდინი ყავისთვის, ამ დროის განმავლობაში იფიქრეთ, რისთვის შეიძლება იყოთ მადლიერი. როგორც დეივიდ სტეინდლ-რასტი იტყოდა, სიხარული კი არ გვხდის მადლიერს, არამედ მადლიერება გვაგრძნობინებს სიხარულს.

თუ თქვენი დღე დატვირთულია პასუხისმგებლობებით, იფიქრეთ როგორ შეგიძლიათ გამოყოთ 15 წუთი თქვენი საყვარელი აქტივობებისთვის, ეს იქნება ქსოვა მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის  თუ წიგნის კითხვა თქვენი შვილებისთვის. როგორც ხაიმე ბრონშტეინი(ლიცენზირებული თერაპევტი და რადიო წამყვანი)  იტყოდა, სიხარული მოდის თქვენი ვნებებისგან/სურვილებისგან , თქვენი ვნება კი თქვენი მიზანია.ცხოვრებაში სიხარულის პოვნა გაგებინებს თუ რატომ ხარ ამ სამყაროში, და რა იწვევს იყოს შენი ცხოვრება მდგრადი, მნიშვნელობის მქონე და მიზანმიმართული.

 

ყოველი დღე ერთფეროვანია?

 

თქვენ გჭირდებათ ისეთი რამ, რაც სტიმულს მოგცემთ. ტალის აზრით, ახალი მიზნის დასახვა და მასზე მუშაობა თავს გაგრძნობინებთ საინტერესოდ და მნიშვნელოვნად . მაგალითად, რაიმე მარათონში მონაწილეობა. ამ გამოწვევის გადალახვა არამარტო გაგამხიარულებთ, არამედ შეგმატებთ თავდაჯერებულობასა და მოტივაციას.

 

იცხოვრეთ აწმყოთი

 

ჩვენ, როგორც წესი, წარსულზე ან მომავლის დაგეგმვაზე ვფიქრობთ, მაგრამ არც ერთი არ გვანიჭებს სიხარულს. უილიამ შრედერი(ლიცენზირებული პროფესიული მრჩეველი და Just Mind Counselling- ის დირექტორი) ამბობს, რომ სიხარულის პოვნა მხოლოდ ახლა შეიძლება და  რომ წარსულზე ფიქრი ან მომავლის მოლოდინი უარყოფს ჩვენს რეალობასთან კავშირს და შეიძლება დიდი ტკივილის გამომწვევი აღმოჩნდეს. ის გვარიგებს, რომ თუ ახლა არსებობას ვისწავლით, წარსულის ან მომავლის ტკივილისგან გათავისუფლდებით.

 

დაუპირისპირდი წარსულს

 

ბრონშტეინი ამბობს, რომ წარსულიდან მიღებულმა ნეგატიურმა გამოცდილებამ და ტკივილმა შეიძლება შექმნას ბარიერები სიხარულის მისაღწევად. ამ ბარიერების დაძლევა, რაღა თქმა უნდა, რთულია, ასე რომ, იპოვეთ კარგი თერაპევტი ან მრჩეველი. წარსულზე ფიქრისგან თავის დაღწევით, განვითარებითა და ზრდით, თქვენ შეცვლით თქვენივე ცხოვრებას უკეთესობისკენ, იქნებით უფრო ხალისიანები და ბედნიერები.

 

აირჩიეთ ავთენტურობა

 

ჰკითხეთ საკუთარ თავს: ცხოვრობთ იმისთვის, რომ სხვები ასიამოვნოთ? თუ ისე ცხოვრობთ, როგორც გსურთ? „თქვენი „ნამდვილობა“  დაგეხმარებათ სიხარულის მოპოვებაში“ ამბობს ბრონშტეინი. სიხარული ჩვენი ორგანული მდგომარეობაა, მაგრამ ცხოვრებაში ისეთი რაღაცები ხდება , რომ ჩვენ გვავიწყდება ეს გრძნობა, სიხარული ყოველთვის არის ამ ბარიერების ქვეშ.

 

მოხალისეობა

გაგიგიათ  ფრაზა „უმჯობესია მიცემა, ვიდრე მიღება? Analisa Smithson, MA, ME.d., Animal-Assisted Therapy, LLC- ის თერაპევტის აზრით, სხვებისთვის სიკეთის გაკეთება ნამდვილად დადებითად მოქმედებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ერთ-ერთ ბოლოდროინდელ კვლევაში, ერთმა ჯგუფმა გამოიყენა “პროსოციალური ქცევა” (სიკეთის მოქმედება), ხოლო მეორე ჯგუფმა პრიორიტეტი მიანიჭა თვითდამოკიდებულ ჩვევებს ოთხი კვირის განმავლობაში. შედეგად გამოვლინდა, რომ სიკეთის კეთებამ ფსიქოლოგიური კეთილდღეობის და პოზიტიური ემოციების მაღალი დონე გამოიწვია.

 

სმიტსონი განმარტავს, რომ სოციალიზაცია უმნიშვნელოვანესია კარგი განწყობის მოსაპოვებლად. ლანდშაფტისა და ურბანისტიკის დაგეგმვაში გამოქვეყნებულმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ  მონაწილის განწყობა ბუნების წიაღში ან ქალაქში გასეირნების შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდა. ის განიცდიდა ნაკლებ შფოთვას, უარყოფითი ემოციებს და სტრესს. მათ ასევე გამოიკვლიეს, რომ სეირნობა ავითარების მახსოვრობის უნარს.

 

ხშირად გაიღიმეთ

 

როდესაც შენს გარშემო ვიღაც იცინის, 90% -ია იმის შანსი, რომ ეს განწყობა შენც გადაგედება. ლელა რ. მაგავი(საზოგადოებრივი ფსიქიატრიის რეგიონალური დირექტორი) როგორც ამბობს, სიცილიც გადამდებია და სიხარულიც,  გარდა იმისა, რომ კარგი გასართობია, მას ბევრი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის.სიცილის დროს ჩვენი სხეული გამოყოფს ენდორფინებს, რომლებსაც შეუძლიათ ტკივილის ბუნებრივი შემსუბუქება. სიცილი ასევე ამცირებს სტრესს და აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას, ამბობს პაულა ვილბურნი(დოქტორი, Sible- ს თანადამფუძნებელი და მთავარი სამეცნიერო ოფიცერი).

 

იურთიერთეთ პოზიტიურ ადამიანებთან

 

თქვენი ცუდი განწყობა შეიძლება გამოწვეული იყოს პესიმისტ ადამიანებთან ურთიერთობით. როდესაც ჩვენ ბედნიერ ადამიანებთან ვიმყოფებით, ჩვენ თავს უფრო ბედნიერად ვგრძნობთ – ამბობს ნიკოლ არზტი( ლ.მ.ფ.ტ., ოჯახის ენთუზიასტის მრჩეველთა საბჭოს წევრი).“ბედნიერი ხალხი უფრო მეტად ისწრაფვის ძლიერი სოციალური კავშირების შექმნისკენ” – დასძენს მაჰალი.

 

წყარო: prevention.com

 

The post როგორ გავიხალისოთ ყოველდღიური ცხოვრება (მაშინაც კი როცა თავს საშინლად ვგრძნობთ)? appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

  • ფორუმელი

დღეს საგზალი სახლში დამრჩა და ზემოთჩამოთვლილთაგან ალბათ ყველაზე მეტად საწყალი დამიკოს რჩევა გამომადგება გასახალისებლად

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share