Jump to content
×
×
  • Create New...

თბილისის კლასიკური გიმნაზიის მე-4 კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, თბილისის კლასიკური გიმნაზიის ერთი კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ინფექცია მე-4 კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა, რომელიც დადებითი პასუხის მიღების დღეს სკოლაში არ იმყოფებოდა.

როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, კლასი დისტანციურად 12 დღის განმავლობაში ისწავლის.

„გუშინ, 5 აპრილს 15 საათზე, როგორც კი დამრიგებელს ერთ-ერთი მეოთხე კლასელი მოსწავლის მშობლის მიერ მიეწოდა ინფორმაცია მისი შვილის დაინფიცირების და ტესტირების შედეგად დადასტურების შესახებ (აქვე გაცნობებთ, რომ მოსწავლე არ იმყოფებოდა გუშინ სკოლაში), მყისიერად გატარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები: შეწყდა სასწავლო პროცესი იმ კონკრეტულ კლასში; დამრიგებლის მიერ მოხდა მშობლების გამოძახება და მოსწავლეების სკოლიდან გაყვანა; ჩაიკეტა საკლასო ოთახი და მყისიერად მოხდა როგორც საკლასო ოთახის, ასევე მიმდებარე ტერიტორიის დეზინფიცირება, მერხების, სახელურების,და კლასში არსებული საერთო მოხმარების ყველა ინვენტარის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება. ეპიდემიოლოგთან (მოქმედი გაიდლაინის შესაბამისად) შეთანხმებით გადაწყდა კლასის 12 დღით დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადაყვანა, რაც შეთანხმდა რესურსცენტრთან“, – ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის წერილში, რომელიც კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეების მშობლებმა 6 აპრილს მიიღეს.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share