Jump to content
×
×
  • Create New...

ხაშურში ერთი რეპეტიტორის კლასტერმა ოთხ სხვადასხვა სკოლაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე შექმნა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ხაშურში რეპეტიტორის კლასტერი გაჩნდა. ინფიცირებულია ერთი მოსწავლე, რომელთან ერთადაც, რეპეტიტორთან 4 სხვადასხვა სკოლის მოსწავლე დადის.

ხაშურის რესურსცენტრის უფროსი მოუწოდებს პედაგოგებს სახლშიც დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები:

,,რასაც საქმიანობთ, ეს თქვენი შრომის, დაღლის და ჯაფის ფასია და ვერავინ ვერასდროს დაგაყვედრით. თქვენი ნებაა გასწიოთ მომსახურება და დარწმუნებული ვარ, ყველა საკუთარი ნებით ემზადება თქვენთან, მაგრამ კოვიდის წინააღმდეგ სახლშიც დაიცავით რეკომენდაციები, გთხოვთ. (პირბადე, დისტანცია, ოთახის განიავება.) ერთი რეპეტიტორის კლასტერით, ოთხ სხვადახვა სკოლაში გააჩნდა ინფექციის კერა”, – აცხადებს რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე.

არსებული მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ჯამში რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა -1092, მათ შორის – 283 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.

თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა – 539 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი. თვითიზოლაციიდან მოიხსნა 18 ადამიანი.

წყარო: qartli.ge

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   229 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 229 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • Googlebot(4)
    • YandexBot(1)