Jump to content
×
×
  • Create New...

12 წლის ბიჭი, რომელმაც სკოლაში სწავლა ვეღარ განაგრძო, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა რესტორატორი გახდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ლონდონში მცხოვრები 12 წლის ომარი მაქუინი (Omari McQueen) მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა რესტორატორი გახდა. ამ ასაკში მან კულინარიული წიგნის დაწერაც მოასწრო. მის ისტორიას გამომცემლობა The Mirror ყვება.

დისლექსიის (კითხვისა და წერის ათვისების უნარის დაქვეითება) გამო სკოლის მასწავლებლებმა ბავშვზე ჯერ კიდევ შვიდი წლის ასაკში ჩაიქნიეს ხელი. დროთა განმავლობაში სიტუაცია მხოლოდ გაუარესდა. პედაგოგების აზრით, ომარი შუალედური გამოცდების ჩააბრებას ვერ შეძლებდა, ამიტომ მამამ ბიჭი სახლის სწავლებაზე გადაიყვანა.

ომარის ოჯახი მის ამბავს დიდად არ განიცდიდა, მათ იცოდნენ, რომ ჰობი მას ფულის შოვნის საშუალებას მისცემდა. პატარა ომარის საკვების მომზადება განსაკუთრებულად სიამოვნებდა. ბიჭუნა გაზქურასთან ადრეული ასაკიდან იდგა: დედამისის ხშირი ავადობის გამო, მეუღლის სამკურნალო ფულის საშოვნელად ბიჭის მამას ბევრი მუშაობა უწევდა. საკვების მომზადებისთვის საჭირო დროის დასაზოგად, მამამ ომარს კულინარიის საწყისები ასწვლა.

ბიჭუნას ეს საქმე ძალიან მოეწონა, ის მთელი ოჯახისთვის განკუთვნილ საკვებს დიდი სიამოვნებით ამზადებდა. მამა ბიჭისთვის რეცეპტებით სავსე წიგნებს ხშირად ყიდულობდა, ბოლოს კი, მან შვილის მომზადება კულინარიულ სასწავლებელში ჩაბარების მიზნით გადაწყვიტა.

ამბიციურმა მოზარდმა, რომელსაც მთელი ოჯახი გულშემატკივრობდა, YouTube არხი შემქნა და მალე ინტერნეტსივრცეში ცნობილიც გახდა. ომარის ორი კუმირი ჰყავს – შეფ მზარეული გორდონ რამზი და მსახიობი ჩედვიკ ბოუზმანი.

11 წლის ასკში ბრიტანელმა ბიჭუნამ გამბედაობა მოიკრიბა და ,,ფუდმოლის“ დირექტორს მისი რესტორნის დაფინანსების თხოვნით მიმართა. მას მისცეს შესაძლებლობა თავისი რესტორანი გაეხსნა და ერთი კვირის მანძილზე ქირა არ გადაეხადა. ამგვარად, ის მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა რესტორატორი გახდა. ახალგაზრდა შეფ-მზარეულმა მომხმარებელს კარიბის სამზარეულოს ვეგეტარიანული კერძები შესთავაზა.

2021 წლის მარტში ომარმა პირველი კულინარიული წიგნი გამოსცა, გარდა ამისა, მას ტელეარხ CBBC-ზე კულინარიული ტელეშოუ მიყავს. ომარი რაც შეიძლება მეტი ფულის გამომუშავებაზე ოცნებობს, რათა იმ ბავშვებს დაეხმაროს, რომელებიც ავადმყოფ მშობლებს უვლიან.

მოამზადა თეა ინაშვილმა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share